GE

თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი რექტორს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს

თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობენ. ისინი გამოძიების დაწყების მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

“ვიყავი სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, 2007 წელს მე შევქმენი ეს ცენტრი. შემოსული თანხის 30 პროცენტი, რომელიც ჩვენ ცენტრის თანამშრომლებს ხელფასზე გვეკუთვნოდა  გაქრა, უარი გვეთქვა, იმიტომ რომ მიითვისა ეს რამდენიმე კაცმა. ჩემი კოლეგების მიმართ იყო წმინდა სამსახურებრივი დევნა. გაგვათავისუფლა ყველა კანონის დარღვევით რექტორმა, იმიტომ რომ ვამხილე კორუფციაში ის და მისი თანამონაწილენი”,-განაცხადა აქციის მონაწილემ.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/126156-teatraluri-universitetis-yofili-tanamshromeli-gagvatavisufla-reqtorma-radgan-koruftsiashi-vamkhile

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური