GE

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

25 თებერვალს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამებს მიანიჭა აკრედიტაცია:

  • ,,კომპიუტერული მეცნიერება“ – სადოქტორო პროგრამა, ხელმძღვანელი – პროფესორი გურამ ჩაჩანიძე;
  • ,,ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“ სადოქტორო პროგრამა, ხელმძღვანელები: პროფესორები ქეთევან გიგაშვილი და მაია ნინიძე;
  • ,,დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილები“ – III საფეხურის პროფესიული პროგრამა, ხელმძღვანელები: ნუგზარ ძამუკაშვილი, დარეჯან გაგნიძე.

როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ჭკადუამ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა უნივერსიტეტისთვის, რადგან ყოველი ახალი პროგრამა ნიშნავს ახალ დოქტორანტებს, ახალ სამეცნიერო კვლევას, სტუდენტების სიმრავლეს, რაც უნივერსიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ მიმდინარეობს მუშაობა რამოდენიმე ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც დასრულებისთანავე წარედგინება ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური