GE

თელავის სპორტულ კომპლექსში კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი ჩატარდა

თელავის სპორტული კომპლექსის დარბაზში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, კახეთის რეგიონის ფინალური ეტაპი კალათბურთში.

ფინალური შეჯიბრი გაიმართა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდებს შორის. გამარჯვებულები კი გახდნენ თელავის #1 სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული მოსწავლეები, მედლებითა და საპატიო სიგელებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა დააჯოლდოვეს.

ოლიმპიადა 15 მარტს მცხეთაში საზეიმოდ გაიხსნა, ხოლო ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში”, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება.

იმავე დღეს ლია გიგაური და ლევან ყიფიანი სოფელ ზეგაანის დაწყებით სკოლას ესტუმრნენ. სკოლას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტული დარბაზისათვის საჭირო ინვენტარი გადასცა, კერძოდ, კალათბურთის ფარები, ფორმები და ბურთები, ფეხბურთის ფორმები და ბურთები, მაგიდის ჩოქბურთი დაფა და ჩოგნები და ფრენბურთის ბურთები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური