GE

თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის კართან, სადაც ამ წუთებში არჩევნები იმართება, რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის მოწინააღმდეგეებს ცოცხალლი კედელი ჰქონდათ აღმართული და აკადემიური საბჭოს წევრებს პროცედურის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ.10867226_1116895871669987_1913908974_n

უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები ირმა შიოშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ შიოშვილი კრიმინალია და მას რექტორობის უფლება არ აქვს.

„ირმა შიოშვილმა რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ის ყალბი დიპლომების გამცემია. 17 ყალბი დიპლომი აქვს გაცემული და მას არ აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ეკადრება, რომ გამყალბებელი ჰყავდეს რექტორად, ირმა შიოშვილი კრიმინალია“,- აცხადებენ უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები.

11076136_1116895908336650_1771894598_nშიოშვილის მომხრეები კი ამბობენ, რომ ყალბი დიპლომები გიორგი გოცირიძის რექტორობის პერიოდში გაიცა.  

ამ დროისათვის რექტორის ასარჩევად ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური