GE

ტესტები შემაჯამებელი გაკვეთილებისთვის

მანანა სეხნიაშვილი

ტესტის შედგენა საკმაოდ დიდ დროსა და ცოდნას მოითხოვს. როგორც წესი, ყოველი სასწავლო წლისთვის ახალ ტესტებს ვადგენ, რადგან წინა წლის მასალა უკვე მოძველებულად არარელევანტურად მეჩვენება. თითოეულ კლასთან ხომ ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობაა საჭირო. შესაბამისად შედეგიც განსხვავებულია და შეფასების კრიტერიუმებიც.

მინდა შემოგთავაზოთ ტესტური დავალებები საქართველოს გეოგრაფიის შემაჯამებელი გაკვეთილისთვის.

როგორც წესი, ტესტები მარტო მასალის დამახსოვრებაზე ორიენტირებულ შემოსახაზ დავალებებთან ასოცირდება, რომელსაც მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი აქვს, სააზროვნო მაღალ დონეზე გამსვლელ ღია კითხვებში კი – მარტო ტექსტის (დამახსოვრებული) წერილობითი გადმოცემა.

გთავაზობთ ტესტებს, რომლებზეც პასუხის გასაცემად საჭიროა გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გაანალიზება. დავალებები შედგენილია სხვადასხვა სახის თვალსაჩინოების, კერძოდ კი, ფოტოების, სქემების, დიაგრამების, ცხრილებისა და რუკების გამოყენებით. ასეთი დავალებები სემიოტიკური კომპეტენციებსაც ამოწმებს

ტესტების შედგენის თეორიულ ასპექტებს არ შევეხები, გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს მე-9 კლასის შემაჯამებელი გაკვეთილებისათვის:

1. რუკაზე ისრით ნაჩვენებია:

1. კრასნოდარის მხარე (კრასნოდარი)
2. ყაბარდო-ბალყარეთი (ნალჩიკი);
3. სტავროპოლის მხარე (სტავროპოლი);
4. ყარაჩაი-ჩერქეზეთი (ჩერკესკი);ისარი
2. იპოვეთ შეცდომა:

ა) საქართველოს საზღვარი კვეთს ხოზაფინისა და ჯანდარას ტბებს;
ბ) საქართველოს საზღვარი მიუყვება მდინარეებს: ფსოუსა და ალაზანს;
გ) საქართველოს საზღვარი კვეთს მდინარეებს: ჭოროხსა და მტკვარს;
დ) საქართველოს საზღვარი მიუყვება თრიალეთისა და გერმუხის ქედებს.

3. რომელ ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მხარეზეა ტექსტში საუბარი:

იგი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო მხარედ. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი
არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ,
ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას
ნაპირზე), დევის ხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის
მიდამოები და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მის ქალაქებს
ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ა) სამეგრელო; ბ) იმერეთი; გ) რაჭა: დ) გურია.

4. რუკის ფრაგმენტის საშუალებით უპასუხეთ კითხვებს;ruka

1. საქართველოს რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში შედის რუკაზე გამოსახული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულები?
ა) კახეთი; ბ) მცხეთა- მთიანეთი; გ) სამცხე- ჯავახეთი; დ) სამეგრელო-ზემო სვანეთი.
2. რომელი ციფრით არის აღნიშნული ხევსურეთი?
ა) 4; ბ) 3; გ) 5; დ) 6.
3. რომელი ციფრით არის აღნიშნული ფშავი?
ა) 4; ბ) 3; გ) 5; დ) 6.

 

5. რომელ სასარგებლო წიაღისეულზეა საუბარი:

სასარგებლო წიაღისეული წარმოიქმნება ჭაობის მცენარეთა ნაშთების დაშლით ჭარბი
დანესტიანებისა და თითქმის უჰაერობის პირობებში. მას ჩვენთან მხოლოდ მინერალური
დანიშნულება (გამოიყენება სასუქად სოფლის მეურნეობაში) აქვს, ფართოდაა გავრცელებული
კოლხეთის დაბლობზე, კერძოდ, შავი ზღვის მიმდებარე სანაპირო ზოლში.

ა) ქვანახშირი; ბ) ნავთობი;
გ) ტორფი; გ) მურა ნახშირი.

6. რომელ მინერალურ რესურსზეა საუბარი:

საბადოს მარაგი 212 მლნ ტონაა, თუმცა მისი დიდი ნაწილი დაბალი ხარისხისაა. ჭიათურის საბადოს
გარდა, ცნობილია აჯამეთ – ჩხარისა და შქმერის საბადოები, რომელთა ექსპლუატაცია ამჟამად არ
მიმდინარეობს.

ა) ქვანახშირი; ბ) რკინა;
გ) ტორფი; გ) მანგანუმი.

7. რომელი ქედია რუკაზე ისრით ნაჩვენები:rr

ა) თუშეთის ქედი ; ბ) კახეთის ქედი;

გ) გომბორის ქედი დ) თრიალეთის ქედი.

 

8. რომელი ქედია რუკაზე ისრით ნაჩვენები: 

ა) ლიხის ქედი; ბ) ლომის-ალევის ქედი;

გ) ხარულის ქედი; დ) მთიულეთის ქედიUntitled

 

9. რუკაზე აღნიშნული ჰაერის მასების შემოჭრის დროს საქართველოს რომელ რეგიონში დაეცემა ტემპერატურა და გაიზრდება ნალექების რაოდენობა:

ა) იმერეთის მხარეში;           ბ) კახეთის მხარეში;
ბ) ქვემო ქართლის მხარეში; დ) მცხეთა- მთიანეთში

rrrrr

 

10. გაანალიზეთ დიაგრამა ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ცვლილებების
დინამიკა 2001-2010 წლებში და უპასუხეთ კითხვებს:

diagrama

1. რომელ წელს აღინიშნება ატმოსფეროს დაბინძურების მაქსიმუმი?

2. რომელ წელს აღინიშნება ქალაქების ხვედრითი წილის ზრდა ატმოსფეროს დაბინძურებაში?

3. რამ განპირობა ქალაქებისა და მრეწველობის ხვედრითი წილის ცვლილება?

11. გაანალიზეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:

რეგიონში აწარმოებენ ფერად და შავ ლითონებს, ფეროშენადნობებს დ ა ინდუსტრიულ
მინერალს. რეგიონში გვხვდება 200-ზე მეტი ფერადი, შავი და ძვირფასი ლითონების, ქიმიური
და კერამიკული ნედლეულის, ჰიდრომინერალებისა და საწვავი რესურსების საბადო, რომელთა
დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია.
სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონში არსებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები.
რეგიონში მოიპოვება მაღალი ხარისხის მინერალები – ბაზალტი და ტუფი.
რეგიონში წარმოებული დამატებითი ღირებულების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი
უკავია მრეწველობას (41%), მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 19 პროცენტს
შეადგენს, რაც რეგიონის ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მიუთითებს. ვაჭრობასა და მომსახურებას
შესაბამისად 7% და 8% უკავიათ.
რეგიონის დაცული ტერიტორია თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ
ფერდობებს იკავებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სახელმწიფო
ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი
აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს მას მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი,
რომელსაც ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა
მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული.

1. რომელ ადმინისტრაციულ ერთეულზეა ტექსტში საუბარი?

ა) იმერეთი; ბ) ქვემო ქართლი; გ) კახეთი; დ) შიდა ქართლი.

2. ამ მხარეში ფერადი ლითონების მოპოვების რომელი საბადოა?
3. ამ მხარეში შავი მეტალურგიის რომელი ცენტრია?
4. ამ მხარეში ფერადი მეტალურგიის რომელი ცენტრია?
5. რომელ დაცულ ტერიტორიაზეა საუბარი ტექსტში?
6. რომელ მდინარეზე და მის შენაკადებზეა საუბარი ტექსტში?

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური