GE

თსუ 2015-2016 სასწავლო წელს 3635 პირველკურსელს მიიღებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წელს თსუ-ს ბაკალავრიატი 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორისაა 2014 წელს შექმნილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. თავად ფაკულტეტმა კი, წელს თავისი პირველი გამოშვება იზეიმა.

ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადმიკოსი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ცერემონია მუსიკალური ჯგუფის „ნიუტონი“ კონცერტით დასრულდა.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015-2016 სასწავლო წელს 3635 პირველკურსელს მიიღებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური