GE

თსუ-სა და ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

5 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების თვმჯდომარემ, პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც თსუ-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის საარქივო, სამუზეუმო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში; უზრუნველყოფენ ერთობლივი კვლევების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, რაც გამოიხატება სასწავლო პროგრამებისა და რესურსების განვითარებაში; ხელს შეუწყობენ კვლევით და სასწავლო პროცესში მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის კვლევითი და სამეცნიერო რესურსების წვდომას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური