GE

თსუ-ში აკადემიური საბჭოს ახალი წევრების არჩევნები 8 ივლისს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ახალი წევრების არჩევნები 8 ივლისს გაიმართება, საარჩევნო უბნები ფაკულტეტებზე 10:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათზე დაიხურება – ამის შესახებ გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ექსკლუზიურად აცნობეს, ახალი შემადგენლობის აკადემიური საბჭოს დასაკომპლექტებლად საბუთების მიღება 5 ივლისს 18:00 საათზე დასრულდება.

დღეის მდგომარეობით აკადემიური საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათ შორის, 2-2 წევრი უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტიდან და მე-15 წევრი არის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება ახალი შემადგენლობის აკადემიურ საბჭოს, წევრთა რაოდენობა 38 -მდე უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ფაკულტეტიდან უნდა დაემატოს 1-1 წევრი და ასევე, 16 წევრი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან უნდა აირჩეს.

რაც შეეხება სენატის არჩევნებს, აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილების პარალელურად, სენატის წევრთა რაოდენობა აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის 2-ჯერ მეტზე ნაკლები არ უნდა იყოს. სენატის არჩევნები კი, სავარაუდოდ, 13-14 ივლისს გაიმართება.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური