GE

თსუ-ში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ  აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა  – მონაწილეობის მისაღებად!

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი;
ჩატარების თარიღი: 22-23 ივნისი, 2015 წ.

მოხსენებების თემატიკა:
1.    აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება;
2.    აკაკი წერეთლის  შემოქმედება და თანამედროვეობა;
3.     აკაკი წერეთლის შემოქმედება ქართული და მსოფლიო ლიტერატურების კონტექსტში;
4.    აკაკი წერეთლის შემოქმედება კულტურათშორისი კომუნიკაციისა  და კულტურათა დიალოგის თვალსაზრისით;
5.    XIX საუკუნის ქართული და მსოფლიო სალიტერატურო პროცესები.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული;

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის და თეზესების გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური