GE

თსუ-ში აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღება დაიწყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ  აკაკი წერეთლის  დაბადებიდან 175  და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა  – მონაწილეობის მისაღებად!

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი;
ჩატარების თარიღი: 22-23 ივნისი, 2015 წ.

მოხსენებების თემატიკა:

  • აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება;
  • აკაკი წერეთლის  შემოქმედება და თანამედროვეობა;
  • აკაკი წერეთლის შემოქმედება ქართული და მსოფლიო ლიტერატურების კონტექსტში;
  • აკაკი წერეთლის შემოქმედება კულტურათშორისი კომუნიკაციისა  და კულტურათა დიალოგის თვალსაზრისით;
  • XIX საუკუნის ქართული და მსოფლიო სალიტერატურო პროცესები.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული;
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:

  • მოხსენება
  • დაუსწრებლად მონაწილეობა

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები გამოაგზავნოთ 2015 წლის  15 მაისამდე  შემდეგ მისამართზე akakiconference2015@tsu.ge

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2015 წლის 20 მაისს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური