GE

თსუ-ში ანთიმოზ ივერიელის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შემსწავლელი ექსპედიციის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

1 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი – ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში დაგეგმილი რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შემსწავლელი ექსპედიციის ანგარიშის პრეზენტაცია.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, გამოიფინა რუმინეთიდან ჩამოტანილი უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა და ნაჩვენები იყო მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალები.

პროექტი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური