GE

თსუ-ში აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ქამალ აბდულაევის საჯარო ლექცია გაიმართა

3 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი აზერბაიჯანელი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქამალ აბდულაევი ეწვია, რომელმაც გამართა საჯარო ლექცია „მულტიკულტურალიზმი აზერბაიჯანის მაგალითზე“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, ქამალ აბდულაევი არის აზერბაიჯანელი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მეცნიერი, თურქული ენის ინსტანციის ნამდვილი წევრი და უკრაინის კადრების საერთაშორისო აკადემიის წევრი. ამავე დროს არის რუსული პენოკლუბის წევრი. პუშკინის მედლის კავალერი. პოლონეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია „კავალერის“ ორდენით. მისი ნაწარმოებები გამოიცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
2012 წელს ნაწარმოებებისთვის „გრძნეულთა ხეობა“, „დაუმთავრებელი ხელნაწერი“ და „ვერავის დაივიწყებ“ ქამალ აბდულაევი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური