GE

თსუ-ში კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

როგორც EDU.ARIS.GE-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, დღეს კანცლერობის კანდიდატებს აკადემიურ საბჭოში გასაუბრება ჰქონდათ, გასაუბრების დასრულების შემდეგ კი, წესის მიხედვით, კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის უნდა ჩატარებულიყო.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნუნუ ოვსიანიკოვასა და შოთა ჭანტურიძეს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა. დაინიშნა მეორე ტური, სადაც ხმები ისევ 18-18-ზე გაიყო.

წესის მიხედვით, ასეთ დროს კონკურსი განმეორებით ცხადდება.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება ახალი პრეტენდენტებისთვის საბუთების მიღება, თუმცა განმარტავენ, რომ დღეს მონაწილე კანდიდატებსაც შეუძლიათ კონკურსში განმეორებით მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ადმინისტრაციის ხელმძღვანლის თანამდებობაზე კონკურსში 6 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, მათგან ორმა მონაწილემ კანდიდატურა გუშინ მოხსნა, საბოლოოდ კი აკადემიურმა საბჭომ 4 კონკურენტს ჩაუტარა გასაუბრება.

მოქმედი წესის მიხედვით, აკადემიური საბჭოს მიერ ხმათა უმრავლესობით უნდა არჩეულიყო ერთი კანდიდატი, რომელიც შემდეგ სენატს დასამტკიცებლად წარუდგებოდა.
ბოლოს სენატისთვის წარსადგენად აკადემიურმა საბჭომ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა შეარჩია, სწორედ ამან გამოიწვია დაძაბული პროცესები უნივერსიტეტში და სტუდენტთა აქციებიც ამის გამო დაიწო.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური