GE

TU-ის სიღნაღის ფილიალში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

20 იანვარს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში სტუდენტური კონფერენცია: „ევროინტეგრაციის მოთხოვნები და ბიზნესისა და ტურიზმის რეგიონული განვითარების პრობლემების თავისებურებები კახეთის მაგალითზე“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა.

კონფერენციაში სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

  • საერთაშორისო ტურიზმი როგორც ფენომენი და სიღნაღის ტურისტული ცენტრის განვითარების პერსპექტივები;
  • სიღნაღის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი 2017-2020 წლებში ევროინტეგრაციის მოთხოვნები და სიღნაღის რაიონში მცირე ბიზნესის განვითარების ტენდენციები;
  • სიღნაღის ტურისტულ ცენტრში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებები;
  • მცირე ბიზნესი და ფერმერული მეურნეობის განვითარების პერსპექტივები და ა.შ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური