GE

 „თუ მასწავლებელი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მოსწავლეებში მისი ავტორიტეტი ეცემა“– შეფასებები ქუთაისიდან

საგამოცდო პროცესს ქუთაისში მასწავლებლებიც შეუერთდნენ. დღის პირველ ნახევარში პროფესიული გამოცდები დაწყებითი კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე  მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩატარდა. მასწავლებელთა დიდი ნაწილი საგამოცდო ტესტებს რთულ კატეგორიას ანიჭებენ და თვლიან, რომ აღნიშნული პროცესი პედაგოგოგებისთვის რთულთან ერთად დამღლელიც არის.

„ისე ვინერვიულე არაფრის თავი არ მაქვს“, – ეს ფრაზა დღეს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგების ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო.

EDU.ARIS.GE გამოცდიდან გამოსულ აპლიკანტებთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა მათ საგამოცდო პროცესზე და საკითხებზე საუბარი არ ისურვეს.  მეტიც,  შეკითხვებს გაურბოდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოცდიდან გამოსულები ნანერვიულები იყვნენ. შესაბამისად პროცესს ვერ შეაფასებდენენ.

სანაცვლოდ, გარეთ მომლოდინე მასწავლებელთა გულშემატკივრები აღმოჩნდნენ საკამოდ გახსნილები და აცახდებდნენ, რომ პროცესი ყველა პედაგოგისთვის დამაღლელია. „იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდებს, მათი ავტორიტეტი სკოლაში ეცემა და მოსწავლეები ეჭვის თვალით უყურებენ.“

მათივე განცხადებით, მასწავლებლები დაიღალნენ ამ პროცესით და უმჯობესი იქნება, თუ განათლების სამინისტრო საერთოდ გააუქმებს მასწავლებლებისთვის  აღნიშნულ ზედმეტ ტვირთს გამოცდების სახით.

,,ჩემი შვილია დაწყებითების პედაგოგი და ახლა შიგნითაა, წერს. ვერ ვხვდები, ყოველ წელს რა საჭიროა ეს გამოცდბი?! აბა რისთვის ისწავლა უნვერსტეტში და აიღო დიპლომი?! მისთვის ეს შეურაცხმყოფელია. შევიდნენ  და გაკვეთილზე შეამოწმონ როგორ მოეწონებათ მისი ჩატარებული გაკვეთილი. ამხელა სტრესში უწევთ ყოფნა. თუ ვერ ჩააბარეს მერე მოსწავლეებში ავტორიტეტი აღარ აქვთ. ასეთ  მასწავლებლებს  ბავშვები ეჭვის თვალით უყურებენ,“ – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ერთ-ერთი მასწავლებლის გულშემატკივარმა.

საგამოცდო პროცესს დამღლელი თუმცა, საჭირო უწოდა კიდევ ერთმა მასწავლებელმა, რომლის განცხადებით, მართალია პროცესი დამღლელია, მაგრმა სხვა გზა არ არის.

,,რა ვქნათ დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებელი და სავალდებულოა. უნდა ჩავაბაროთ სხვანაირად არ გამოვა. დავიღალე და მიმაჩნია, რომ ტესტები საკმაოდ რთულია,“-განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ქართული ენისა და ლტერატურის მასწავლებელმა.

აღმოჩნდნენ ისეთი პედაგოგებიც, ვინც აცხადებდა, რომ საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა და უკვე იმდენად მიეჩვივნენ ამას, რომ ყოველ წელს გამოცდის ჩაბარება მათი ჰობიც კი გახდა. როგორც ბიოლოგი მანანა მენთეშაშვილი გვეუბნება, 3 სერტიფიკატი აქვს უკვე და გაჩერებას არ აპირებს.

,,ძალიან კარგი გარემო იყო და ხელს არ გვიშლიდა არაფერი. კარგი საკითხები შემხვდა და თემაც კარგად იყო შერჩეული. ჩემთვის ეს საგამოცდო პროცესები უკვე ჰობად იქცა. 3 სერტიფიკატი მაქვს და წელს ამბიციამ შემიპყრო, ბიოლოგი ვარ და პირველ მეოთხე ინტეგრირებულზე გავედი. თემად შემხვდა    ,,სტერეოტიპების მსხვრევა“ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება  გამოიწვიოს სტერეოტიპმა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. იყო არაჩვეულებრივად საწერი თემა.  მითუმეტეს, მე იმ თაობის ვარ, როცა სტერეოტიპული აზროვნება, ჯერ კიდევ ბავშობიდანვე გვერგო მემკვიდრეობით. დღეს 21-ე საუკუნეში სტერეოტიპული აზროვნებით, ვერ დავიკავებთ ადგილს ცივილიზებული სამყაროს რიგებში. რაც შეეხება ელექტონულ ვერსიას, ჩემთვის ეს უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა და ადვილად სამართავი. ადრე ფურცლების შლა ნერვებს მიშლიდა,“-განაცხადა მანანა მენთეშაშვილმა.

ერთ-ერთი პედაგოგი კი აცხადებდა, რომ კომპიუტერთან  მუშაობა ხანში შესული მასწავლებლებისთვის რთულია და მათ უჭირთ ნაწილობრივ ელექტრონულად გამოცდის ჩაბარება.

,,ჩვენი ასაკის მასწავლებლებისთვის მარტივია კომპიუტერთან მუშაობა, იმიტომ, რომ ტექნოლოგიას ვფლობთ ასე თუ ისე. თუმცა, შედარებით ასაკიან მასწავლებლებს საკმაოდ უჭირთ კომპიუტერთან მუშაობა. განსხვავებული აზრი აქვს ყველას ტესტებზე. ზოგისთვის მარტვია, ზოგისთვის რთული. მე, მაგალითად სოციალურ ქსელებთან  დაკავშირებით შემხვდა თემა, მაგრამ სულ სხვა აზრი იყო იქ ჩადებული. არა სოციალური ქსელები, არამედ საზოგადოების ცნობიერება. შეიძლება, დედააზრი აქედან გამომდინარე შეცდომით დაწერო.

საერთოდ ტესტები დგება ასე: მარტივიდან-რთულისკენ. დღეს  კი  პირიქით იყო,“ – განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელმაც ვინაობის გამხელა, ისევე, როგორც ბევრმა სხვამ, არ ისურვა.

მასწავლებელთა საგამოცდო პროცესი ქუთაისში საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, დარღვევების გარეშე. ქუთაისის მასშტაბით გამოცდებზე სულ 3500-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. გამოცდები მასწავლებლებისთვის მიმდინარე თვის 13 ივლისს დასრულდება.

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური