GE

“თუ სკოლაში ან ბაღში არდასწრება 40%–ს გადააჭარბებს, დაწესებულება 3 დღით დაიკეტება”

,,თუ საბავშვო ბაღში ან სკოლაში მოსწავლეთა და აღსაზრდელთა დასწრება 40%–ს გადააჭარბებს, ისინი დაიკეტება 3 დღით”,– ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გავრცელებისა და მომატებული მიმართვიანობის თემისთვის მიძღვნილ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება. ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია და ჩვენ გვაქვს იგივე სურათი, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია – 100 ათას მოსახლეზე 500-ზე მეტი დაავადებული არ გვყავს. ახლა გვაქვს, საბედნიეროდ, მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით. თუმცა, იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში გავატარებთ საპრევენციო ზომებს, რაც იანვარ-თებერვალში განხორციელდა. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, ბაღებს და სკოლებს, აქაც ამოქმედდება ასევე სტანდარტული პროტოკოლი უკვე ხვალიდან, როდესაც ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში”,- განაცხადა დაბვით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები გრიპის ვირუსის შესახებ გამოძახებებს ვერ გაუმკლავდებიან მისი რაოდენობის გამო და სწორედ ამ მიზნით, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, რომელიც ამ ტიპის გამოძახებებზე იმუშავებს. ეს სამსახური იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში.

მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას გრიპის ვირუსის საკითხზე ექიმის გამოძახებისას მიმართონ ოჯახის ექიმს, ვინაიდან ეს სწორედ ოჯახის ეკიმის კომპეტენციაა.

როგორ დავიცვათ თავი სეზონური ვირუსებისგან რეკომენდაციები მშობლებს და სკოლებს

რა უნდა გაითვალისწინონ გრიპის ვირუსის დროს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა – ექიმის რეკომენდაციები

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური