GE

უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის საველე პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

26 ნოემბერს ოსიაურის საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის საველე პრაქტიკული სწავლება, სახელწოდებით „ოცეულის ტაქტიკური წვრთნები და თავდაცვითი ოპერაციები“.

აღნიშნული სწავლება 24 ნოემბერს დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდება.

აკადემიის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას იღებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსამთავრებული 64 ლეიტენანტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური