GE

უნარების გამოცდა ინგლისურ ენაზე სამმა აბიტურიენტმა ჩააბარა, რამდენიმემ კი ტესტის შეცვლა ითხოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, წელს ზოგადი უნარების გამოცდაში შეტანილი სიახლით, რომელიც აბიტურიენტს საშუალებაას აძლევდა, რომ ტესტი ინგლისურ ენაზე შეესრულებინა, სულ სამმა აბიტურიენტმა ისარგებლა.

როგორც მაია მიმინოშვილმა Aris.ge-განათლებას განუცხადა, ზოგადი უნარების გამოცდის ინგლისურ ენაზე ჩაბარების სურვილი თავდაპირველად 6-მა აბიტურიენტმა გამოთქვა, თუმცა ტესტების ჩაბარების მომენტში ორმა ქართულ ენაზე შედგენილი ვარიანტი მოითხოვა.

„გუშინ ეთნკური უმცირესობის წარმომადგენლები გვყავდა: აზერბაიჯანელი, სომხები, რომლებიც თავიანთ მშობლიურე ენაზე აბარებდნენ ზოგად უნარებს. ინგლისურად ზოგადი უნარების ჩაბარება აირჩია 6-მა, აქედან ერთმა თუ ორმა მოითხოვა, ქართული ვარიანტით შეცვლა. ზოგჯერ შეცდომას უშვებენ აბიტურიენტები ენის მითითებისას. ასეთ დროს აბიტურიენტებს ვეუბნებით, რომ ვერაფერს შევცვლით, თუ სარეზერვო ტესტი იქნება, მაშინ შევუცვლით. ამ შემთხვევაში რეზერვი იყო და შევუცვალეთ. ბუნებრივია. ქართველები არიან და მართალი გითხრათ, ცოტა არ მესმის, რატომ უნდა აირჩიო ინგლისურად, როცა  გაქვს ტესტის მშობლიურ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობა. ზოგადი უნარების გამოცდა სპეციფიკურია, განსხვავდება სხვებისგან. შეიძლება მათემატიკა შეავსო იმ ენაზე, რა ენაზეც ამ საგანს სწავლობ, მაგრამ ზოგადი უნარების ტესტი უნდა შეავსო მშობიურ ენაზე, ენობრივი ბარიერი რომ არ იყოს ხელისშემშლელი, რომ მაქსიმალურად გამოავლინო შენი შესაძლებლობები“,-განაცხადა მაია მიმინოშვილმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

რაც შეეხება სიახლის შემოღების მიზეზს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს იმ აბიტურიენტებისთვის გაკეთდა, ვინც განათლებას სკოლაშიც ინგლისურად იღებს.

„ინგლისური დავუშვით მათთვის, ვინც განათლებას ინგლისურ ენაზე იღებს საქართველოში. მაგალითად სწავლებენ ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ოღონდ საგნებს გადიან ინგლისურად. გასაგებია, საგანი მოითხოვონ  ინგლისურად, მაგრამ ზოგადი უნარები სპეციფიკურია. მნიშვნელოვანია, რომ არანაირი  ბარიერი არ იყოს. საბოლოო ჯამში, ინგლისურ ენაზე ზოგადი უნარები სამმა აბიტურიენტმა ჩააბარა“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სავალდებულო საგნის, ზოგადი უნარების გამოცდა დღეს დასრულდება.  შეფასებისა და გამომცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დილის სესიაზე შეცდომით გამოცხადდა ორი აბიტურიენტი, რომლებსაც გამოცდა გუშინ, 6 ივლისს უნდა ჩებარებინათ. რაც შეეხება არგამოცხადების მაჩვენებელს, გამოცდაზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 3%. ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები სწორ პასუხებთან ერთად ამ კვირაში გამოქვეყნდება, ხოლო შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში.

რას ამბობენ ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

„აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი უჭირთ, მართლწერაც კვლავ პრობლემაა“

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური