GE

ვის შეუძლია გახდეს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი – მოთხოვნები და დასაქმების პერსპექტივა

პილოტი და საავიაციო საინჟინრო პერსონალი ყველა დროის საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია, რომლის დაუფლება, ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მაღალპროფესიულ დონეზეა შესაძლებელი, თუმცა ამ პროფესიაში შესვლა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

,,ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია“ – ეს ფრაზა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის  რექტორს, პროფესორ სერგო ტეფნაძეს ეკუთვნის და იგი უნივერსიტეტის სლოგანად,  მიზნად და ამოცანადაც შეიძლება ჩაითვალოს. საავიაციო უნივერსიტეტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია. ვის შეუძლია ისწავლოს საავიაციო უნივერსიტეტში, როგორია მოთხოვნები და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ARIS.GE-განათლებას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე ესაუბრა:

-ბატონო სერგო, 23 წელს ითვლის საავიაციო უნივერსიტეტის ისტორია,  დღევანდელი გადასახედიდან, რომელი იყო უნივერსიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი?

es-აღსანიშნავია, რომ პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდძალ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, 1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს უმაღლესი საავიაციო სკოლის ჩამოყალიბების პროცესი ჩვენი ქვეყნისათვის ძალზედ კრიზისულ პერიოდში მიმდინარეობდა, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენი უნივერსიტეტის მთელი შემადგენლობის შეუპოვარი მუშაობის შედეგად შევძელით შეგვექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ავიასაწარმოები მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით არიან დაკომპლექტებულები და ბევრი მათგანი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს.

-დღეს  რამდენ ფაკულტეტზე გაქვთ აბიტურიენტების მიღება?

shenoba-დღეისათვის საავიაციო უნივერსიტეტი ახორციელებს აბიტურიენტთა მიღებას საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე.

-რომელია ყველაზე პოპულარული ფაკულტეტი საავიაციო უნივერსიტეტში?

-რაც შეეხება ფაკულტეტებისა და სპეციალობების პოპულარობას, არჩევანს აბიტურიენტი აკეთებს სურვილის მიხედვით. არ იქნები კარგი ინჟინერი ნიშნავს, რომ ვერ მოამზადებ საჰაერო ხომალდს სათანადოდ ტექნიკური მომსახურების  თვალსაზრისით, არ იქნები კარგი პილოტი ნიშნავს, რომ ვერ განახორციელებ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სათანადოდ, არ იქნები კარგი სპეციალისტი ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებით, ვერ შექმნი ძლიერ ავიაკომპანიას და ზოგადად ავიასაწარმოს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პოპულარობისა და პრესტიჟულობის თვალსაზრისით, მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტი და სპეციალობა პრესტიჟული, პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადია.

-სად არიან დასაქმებული თქვენი კურსდამთავრებულები ძირითადად?

saswavlo trenajori-ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დასაქმების ფართო არეალი აქვთ, კერძოდ: ავიაკომპანიები, აეროპორტები, საქაერონავიგაცია, საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი“, სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საავიაციო ქვედანაყოფები, ბანკები და სხვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა  მომზადების  დონე  სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავიაციო ორგანოების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ჩვენი კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი დასაქმებულია უცხო ქვეყნის ავიაკომპანიებში.

-გვითხარით, როგორ ხდება საავიაციოში სტუდენტების მიღება?

laboratoria 1-ჩვენ ვიღებთ სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით, თუმცა სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა.  აბიტურიენტებმა, რომლებსაც სწავლა უნდათ  საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტზე, უნდა გაიარონ სამედიცინო საფრენოსნო-საექსპერტო შემოწმება. ამისთვის აეროპორტში სპეციალური კლინიკა არსებობს. 10 მსურველიდან 5-6 გადის ამ შემოწმებას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ მიერ მომზადებული მფრინავი ორ წელიწადში არ უნდა ჩამოწერონ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისინი უნივერსიტეტში ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

-რას ექცევა  ყურადღება სამედიცინო შემოწმების დროს?

praqtika-ძალიან ბევრ დეტალს: აბიტურიენტის ფსიქოლოგიურ შერჩევას, მხედველობას, სმენადობას, სიმაღლეს, არტერიულ წნევას და სხვა. რადგანაც პილოტის პროფესია დაკავშირებულია როგორც ფსიქოლოგიურ და სტრესულ ფაქტორებთან, ასევე სხვადასხვა გარემო პირობებსა და სიტუაციებში დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებასთან.

-როგორია სწავლის საფასური საავიაციო უნივერსიტეტში?

-საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე სწავლების წლიური გადასახადი არის 2250 ლარი, ანუ არ აღემატება სახელმწიფო გრანტის ოდენობას. რაც შეეხება პილოტის მომზადებას, რა თქმა უნდა სხვა ფაკულტეტებთან შედარებით ძვირია, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ერთი კომერციული პილოტის მომზადება ევროპის ქვეყნებში 70-80 ათას ევროს აღწევს. ამ ღირებულებაში იგულისხმება საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო ხარჯები (საწვავი, სათადარიგო ნაწილები, საჰაერო მოძრაობის მართვის, პილოტ-ინსტრუქტორისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ხარჯები და სხვა). ოთხი წლის განმავლობაში, ანუ ბაკალავრიატში სწავლების პერიოდში თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეასრულოს 200 ფრენა/ საათი, მათ შორის სატრენაჟორო მომზადება. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის სწავლების  გადასახადი წელიწადში  შეადგენს 8750 ლარს.

-სწავლების სტანდარტი მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს?

laboratoria-ჩვენი სასწავლო პროგრამები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მოთხოვნებს. პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება სხვადასხვა ქვეყნებში, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ერთი და იგივე სასწავლო პროგრამებით და პროფესიული ლიტერატურის გამოყენებით ხორციელდება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ თავიანთი პრაქტიკული მოღვაწეობა განაგრძონ უცხოურ ავიასაწარმოებშიც.

-უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე რას გვეტყვით?

-უნივერსიტეტს  გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური და საფრენოსნო ბაზა.  პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადება ხორციელდება უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ ქალაქ თელავში მდებარე  აეროპორტ  „მიმინოს“ ბაზაზე.

Telavis aeroportiაეროპორტი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, საავიაციო ტექნიკით, თვითმფრინავებით:  Cessna, Piper seneca, A-22, An-28 და Boeing 737-200,  EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის ავიასიმულატორით, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიებით და სხვა.

-როგორც ვიცით, პილოტი მოყვარულების  მხრიდანაც არის დაინტერესება, რა პირობებია მათთვის?

-დიახ, არიან მსურველები, რომელთაც სურთ მიიღონ მოყვარული პილოტის მოწმობა. ისინი გადიან სამედიცინო შემოწმებას, თეორიული მომზადების კურსს და შემდგომ კი საფრენოსნო მომზადების კურსს 30-50 საათის ოდენობით.

bortgamyolebis varjishi-ბატონო სერგო როგორც ვიცი ბორტგამცილებლებსაც ამზადებთ…

დიახ ვამზადებთ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში კანდიდატები გადიან შესაბამის შერჩევას ავიაკომპანიის სამანდატო კომისიაში, შემდგომ გადიან სამედიცინო კომისიას და ავიაკომპანიების ხელმძღვანელობა აგზავნის მათ ჩვენთან სწავლების მიზნით 3-5 თვის განმავლობაში.

-აქვს თუ არა საავიაციო უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები?

-რა თქმა უნდა.  ერასმუს  მუნდუსის პროგრამაშიც ჩართული ვართ. გაცვლითი პროგრამები გვაქვს ვარშავის, ბუდაპეშტის, ჩეხეთის, დუბლინის, ნანტის, ბასკეთის, საუთჰემპტონის, ტრენტოს უნივერსიტეტებთან. ჩვენი სტუდენტები საზღვარგარეთაც გადიან და უცხოელ სტუდენტებსაც ვმასპინძლობთ. რაც მთავარია, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა და პირადი ხარჯებისთვის სტიპენდიაც ენიშნებათ.

tvitmfrinavebi-კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელზე რას გვეტყვით?

-კურსდამთავრებულთა დასაქმების  მხრივ ნამდვილად კარგი მდგომარეობა გვაქვს. პილოტებისა და ავიასპეციალისტების დამსაქმებელი ორგანიზაციებია: ავიაკომპანიები, აეროპორტები, საქაერონავიგაცია, საავიაციო ქარხანა, “თბილავიამშენი“, სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საავიაციო ქვედანაყოფი, ბანკები და სხვა.  ასევე ხშირია შემთხვევები როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები საქმდებიან უცხოურ ავიაკომპანიებში. არ შევცდები თუ გეტყვით, რომ პროფესიის მიხედვით დასაქმების მაჩვენებელი 70-80% აღწევს. გვაქვს კარგი სიახლე, ქ. თბილისის აეროპორტში გაიხსნა ტექნიკური მომსახურების საწარმო, სადაც  წელს უკვე ოცზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმდა. დარწმუნებული ვარ,  მომავალში დასაქმების არეალი კიდევ უფრო გაიზრდება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური