GE

წაკითხულის დამახსოვრების ყველაზე ეფექტური მეთოდი

2011 წელს Purdue-ეს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ჯეფრი კარპიკმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც წაკითხულის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი ე.წ. აქტიური გახსნებაა (active recall), რაც გულისხმობს გონების აქტიურ სტიმულირებას სწავლის პროცესში.

მაგალითად, როცა კითხულობთ ტექსტს ჯორჯ ვაშინგტონზე, ნაცვლად იმისა, რომ მრავალჯერ წაიკითხოთ უმჯობესია, ერთხელ ყურადღებით წაკითხვის შემდეგ გადადოთ წიგნი და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვები წაკითხულიდან. მაგალითად, ვინ იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი? და ასე შემდეგ.

კვლევა ასკვნის, რომ ამა თუ იმ ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა სულაც არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგამახსოვდება წაკითხული. ამისთვის საჭიროა ავარჯიშო გონება, გაიხსენოს ის, რაც თუნდაც ერთხელ წაიკითხე.

განათლების ექპერტებს, ტრადიციულად, მიაჩნიათ რომ წაკითხულის დასამახსოვრებლად საჭიროა კარგად გაიგო ტექსტი და კითხვისას გამოიყენო ე.წ. Concept mapping მეთოდი, რაც გულისხმობს კითხვის დროს ვიზუალიზაციას – გრაფებისა და ჩანაწერების კეთებას. ჯეფრი კარპიკმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ერთმანეთს შეადარა ე.წ. ზემოთხსენებული ორი მეთოდი. ექსპერიმენტი შემდგომში მდგომარეობდა:

ორას სტუდენტს დაევალა წაეკითხა და ესწავლა გარკვეული ტექსტი. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სწავლისას გამოიყენა Concept mapping მეთოდი, მეორემ active recall. სწავლის პერიოდში გამოკითხვისას სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაცია გაიხსენა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სტუდენტების ჯგუფმა, რომელიც იყენებდა active recall-ის მეთოდს 50 პროცენტით მეტი ინფორმაციის გახსენება შეძლო. პროფესორის თქმით ცუდი არაფერია Concept mapping მეთოდში, თუმცა მეორე მეთოდის უპირატესობა ნათელია.

“ახლა ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ ყველაზე ეფექტური გზები ამ მეთოდის აქტიურად დასანერგად,” – ამბობს იგი.

წყარო: სასკოლო კვლევების ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური