GE

წიგნები, რომელთა დახმარებითაც მარტივად და სასიამოვნოდ ისწავლით ინგლისურ ენას

ენის შესასწავლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამავე ენაზე წიგნების კითხვაა. რადგან, გრამატიკული სავარჯიშოების რუტინულად შესრულება მომაბეზრებელი საქმინობაა, წიგნები გვეხმარებაენის შესწავლის პროცესი იყოს საინტერესო და ენთუზიაზმიც შევინარჩუნოთ.
გთავაზობთ იმ ინგლისურენოვანი წიგნების სიას, რომლებიც ენის შესწავლის პროცესს საინტერესო თავგადასავლად აქცევს.

ოდრი ნ. „დროში მოგზაურის ცოლი“ The Time Traveler’s Wife», Audrey N.
გენეტიკური პრობლემების მქონე პირის სასიყვარულო ისტორია. წიგნის მთავარი გმირები არიან დროში მოგზაური და მისი ცოლი, რომელსაც ქმრის სიძნელეებთან გამკლავება უწევს.

კლაივ ს. ლუისი „ნარნიას ქრონიკები“ – The Chronicles of Narnia», Clive Staples Lewis
7 ფანტასტიკური ჟანრის წიგნში მოთხრობილია ბავშვების თავგადასავლის შესახებ, სიუჟეტი ჯადოსნურ ქვეყანა – ნარნიაში ვითარდება, სადაც ცხოველებს ლაპარაკი შეუძლიათ, ჯადოქრობა არავის უკვირს და სიკეთე ბოროტებას ებრძვის.

არტურ კონან დოილი „დაკარგული ქვეყანა“ The Lost World», Conan Doyle
რომანში აღწერილია ჩრდილოეთ ამერიკაში ბრიტანული ექსპედიციის თავგადასავალი. პროფესორი ჩელენჯერი თავის თანამგზავრებთან ერთად აღმოაჩენს „დაკარგულ ქვეყანას“, – დასახლებას, სადაც დინოზავრები, ძუძუნმწოვრებით და ქვის ხანის ადამიანები ცხოვრობენ.

როალდ დალი „მატილდა“«Matilda», Roald Dahl
მატილდას მშობლები და მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მისგან მხოლოდ უსიამოვნებაა მოსალოდნელი. მატილდა კი მიიჩნევს, რომ უფროსები ყველაზე დიდი მატყუარები არიან. მას შემდეგ, რაც მატილდა აღმოაჩენს, რომ ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონეა, უფროსების დასჯას გადაწყვეტს.

ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“ Pride and Prejudice – Jane Austen
ბენეტების ღარიბი, მაგრამ პატივსაცემი ოჯახის მეზობლად მდიდარი და საიდუმლოებებით მოცული მისტერ დარსი დასახლდება. ელიზაბეტ ბენეტი უარს აცხადებს მასთან დაახლოებაზე, მაგრამ ცრურწმენისა და სიამაყის გადალახვით ახალგაზრდები ნელ-ნელა ახლოვდებიან.

სუზან კოლინსი „შიმშილის თამაშები“ Suzanne Collins “The Huger Games”
წიგნი არის ბავშვობის მეგობარ გოგონასა და ბიჭზე, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ერთმანეთის შეყვარება, მაგრამ მათ ერთმანეთის მტრობა მოუწევთ. კანონით დადგენილი ლოტოს მიხედვით, ისინი „შიმშილის თამაშების“ მონაწილეები ხდებიან. კანონი მანამდე არასდროს დარღვეულა, მაგრამ ეს წყვილი ერთმანეთის მტრობაზე უარს იტყვიან.

ჯერომ სელენჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“ The Catcher in the Rye», J. D. Salinger
ბავშვობა ეს-ესაა დამთავრდა და იწყება ზრდასრული ადამიანის ცხოვრება. მაგრამ უფროსების ცხოვრება სავსეა ტყუილებითა და ფანატიზმით. წიგნის მთავარ გმირს სურს საკუთარი სინდისს მოუსმინოს და სწორად იცხოვროს, მაგრამ ის თავისსავე თავთან მოდის წინააღმდეგობაში.

დიანა ჯონსი „ მოსიარულე ციხესიმაგრე“ «Howl’s Moving Castle», Diana Jones
წიგნის მთავარი გმირი სოფი ზღაპრულ სამყაროში ხვდება. სამყაროში, სადაც ჯადოქრები, ურჩხულები და დემონები სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ბოროტი ჯადოქარი სოფის მოაჯადოებს, გოგონა იძულებული გახდება დახმარებისთვის ჯადოქარ ჰოულს მიმართოს, რომელიც მოსიარულე ციხესიმაგრეში ცხოვრობს.

დანიელ კიზი „ყვავილები ელჯერონისთვის“ «Flowers for Algernon» Daniel Keyes
რომანის მთავარი გმირი, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ჩარლი თანხმდება, რომ მის ტვინზე საექსპერიმენტო ოპერაცია ჩაატარონ. ჩარლის ტვინი დაუჯერებელი სისწრაფით ვითარდება. მაგრამ გახდის კი მაღალი IQ მას ბედნიერს? პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა კი მაღალი ინტელექტი?

YouTube-ის 15 არხი ინგლისურის შესასწავლად

12 წიგნი ინგლისურ ენაზე მათთვის, ვინც ახლა იწყებს ორიგინალში კითხვას

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური