GE

წიგნები, რომელთა წაკითხვაც მრავალჯერ მოგინდებათ

ზოგიერთი წიგნი, მასში გადმოცემული შინაარსითა და მოსაზრებებით, უძლებს დროს და იმსახურებს პერიოდულად გადაკითხვას.  ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ყოველ ჯერზე აკეთებ აღმოჩენას და ახლებურად იაზრებ. ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და ისტორული ეპოქის წიგნები, რომელთა წაკითხვაც შეგიძლიათ, მოგინდებათ (და უნდა წაიკითხოთ კიდეც) მრავალგზის:

პატარა უფლისწული – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უცნაური უფლისწულისა და მისი ვარდის ისტორია გულებს გვითბობს და გვახსენებს იმ მარტივ ჭეშმარიტებებს, რაც ასაკის მატებასთან და სადარდებელთან ერთად გვავიწყდება. ნაწარმოები გვახსენებს, რომ ჩვენში ცოცხლობს შინაგანი ბავშვი.

დორიან გრეის პორტრეტი – ოსკარ უაილდი

„დღეს ადამიანებმა იციან ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფრის ღირებულება“.

წიგნი ოსტატურად თამაშობს სილამაზის, ღირსების, კორუფციის, ცოდვების, პატივმოყვარეობისა და მორალის პრინციპებით. დორიან გრეის ამბავი გვახსენებს, რომ  ფუჭი მიზნებისათვის ყველაფრის გაღებას  სიბნელემდე მივყავართ და იმას, რომ ჭეშმარიტ სილამაზეს ხანდაზმული ასაკი ვერას აკლებს.

დრამმაპანდა

„ადამიანი ბრძენი მაშინ კი არაა, თუ განუწყვეტილვ ლაპარაკობს. ჭეშმარიტად ბრძენია ის, ვინც არის მშვიდობიანი, მოსიყვარულე და უშიშარი.“

ბუდას გამონათქვამის კრებული გვაძლევს მოტივაციას და რჩევებს, თუ როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ყოველი დღისაგან. წიგნი არ არის რელიგიური და კრებულში შესული ყველა გამონათქვამი  ბუდას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წამოჭრილი სიტუაციებიდანაა აღებული.

ცხოვრების ხანმოკლეობა – სენეკა

„სიცოცხლე ხანგრძლივია, თუკი იცი თუ როგორ იცხოვრო“

ფილოსოფოსი სენეკა, თავის ნაშრომებში გვთავაზობს ცხოვრებისეული სიბრძნეების შთამბეჭდავ ანალიზს და ხაზს უსვამს  მიზნობრიობასა და მოარალურობის პრინციპებს. სენეკასეული ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ კარგავენ ადამიანების საკუთარ დროს  მაშინ, როცა შეუძლიათ  სიცოცხლე  აზრიანად და შემდგარად გაატარონ.

დიდი იმედები – ჩარლზ დიკენსი

„ტანჯვა ყველა სწავლებაზე ძლიერი მასწავლებელი გამოდგა და მომცა უნარი შემეცნო, თუ როგორი იყო შენი გული. მე ვიყავი გულნატკენი და განადგურებული, მაგრამ, მწამს უკეთესის“. „დიდი იმედები“ მოგვითხრობს ადამიანის ცხოვრებაზე – ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.  „დიდი იმედები“ ობოლი პიპის ისტორიაა, რომელიც  ქარტეხილების მიუხედავად,  ცდილობს,  შეინარჩუნოს ჯენტლმენობა.

ომის ხელოვნება – სუნ ცუ

„თუ იცნობ შენს მტერს და იცნობ საკუთარ თავს, მაშინ აღარ უნდა გქონდეს თუნდაც ასობით ომის შიში.“

ძველი ჩინური სტრატეგიის თანახმად, კონფლიქტი  ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. თუმცა, ამ კონფლიქტთან ჭკვიანურად გამკლავების გასაღები ჩვენშია. „ომის ხელოვნება“, ალბათ, დღემდე ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი წიგნია მსოფლიოში, სტრატეგიის დარგში. „ომის ხელოვნება“ ეხება როგორც კონკურენციას, ასევე კონფლიქტებს ყველა დონეზე – ადამიანთა შორისა და საერთაშორისო მასშტაბებზე.

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

წყარო: brightside.me

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური