GE

წიგნის გამომცემლებისა და საზოგადოების პეტიცია განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დახურული 10 წიგნის მაღაზია, გაკოტრების პირას მისული გამომცემლები, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაში ვერ მონაწილეობენ და წიგნის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ჯერ არ არსებობს – ასეთია დღეს გამომცემლობების ხელმძღვანელთა მიერ აღწერილი რეალობა. ქართველი გამომცემლები განათლების სამინისტროს უპირისპირდებიან და დახმარების თხოვნით პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.

ირღვევა თუ არა გამომცემლობების უფლებები და იზღუდება თუ არა მათი საქმიანობა? – ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის შეზღუდვა არასწორი და ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო.

განათლების სამინისტროში გამომცემლების უკმაყოფილების მიზეზი კარგად იციან, თუმცა როგორც არაერთხელ აღინიშნა, ამ კუთხით გადაწყვეტილების გადახედვა და უკან დახევა გამორიცხულია. მინისტრი თამარ სანიკიძე გამომცემლებს მოუწოდებს, რომ სპეციალურ კვლევაში მიიღონ მონაწილეობა, რის შემდეგაც გადაწყდება – მიეცემათ თუ არა მათ უფლება სასკოლო სახელმძღვანელოები გამოსცენ.

9 საგამომცემლო სახლმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე სპეციალური ონლაინ-პეტიცია შეადგინა და საზოგადოებისგან მხადაჭერას ელის. მიმართვას ხელს აწერენ: გამომცემლობა „არტანუჯი“; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; გამომცემლობა „დიოგენე“ გამომცემლობა „ინტელექტი“; გამომცემლობა „მერიდიანი“; გამომცემლობა „პედაგოგიკა“; გამომცემლობა „სიესტა“; გამომცემლობა „სწავლანი“ და ქარჩხაძის გამომცემლობა. რაც შეეხება საზოგადოებას, ამ დროისთვის პეტიციას 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. 

პეტიციის ავტორები აცხადებენ,  რომ გამომცემლების პრეტენზიების გათვალისწინება არამხოლოდ წიგნის ადგილობრივი  ბიზნესის გადარჩენნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათი თქმით, აღნიშნული გავლენას იქონიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზეც.

1414001193768837„ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება,  საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ღონისძიებაში ამ სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული მწერლობისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენას. მოვლენას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც – ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამომცემლობების მხარდაჭერა და გაძლიერება“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა  კახმეგ კუდავამ.

კიდევ ერთი გამომცემელი, გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია Aris.ge-განათლებასთან აცხადებს, რომ აღნიშნულის მიღწევა ძალიან გართულდება, გამომცემლების მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება.

11136842_829303640438221_130392419_n „ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთშორისო, დასავლური საზოგადოების დაინტერესება შეუძლებელია იმ პირობებში, როცა ბოლო ორი წლის მონაცემებით გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა ქართული გამომცემლობების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიხურა მცირე და საშუალო პოლიგრაფიული საწარმოები – სტამბები,  გაძვირდა მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა, საგრძნობლად შემცირდა წიგნების ტირაჟები, დაიხურა რამდენიმე წიგნის მაღაზია თბილისსა და რეგიონებში“,- ამბობს ზვიად კვარაცხელია.

აღნიშნული პროცესების თანმდევ კიდევ ერთ საფრთხეზე საუბრობს გამომცემლობა  „დიოგენეს“ წარმომადგენელი. როგორც თამარ ლებანიძემ Aris.ge-განათლებასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, შავ ბაზარზე ისევ გაჩნდა აღურიცხავი და კონტრაფაქციული წიგნები.

06B016F1-C97B-4779-948C-623B7EE2A8D4_mw1024_s_nამ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობის მიზეზი, რომელშიც ამჟამად იმყოფება ქართული წიგნი, დიდწილად ის არის, რომ უკვე ორი წელია განათლების სამინისტრო ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას და უკანონოდ ბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს ტენდერის გარეშე შერჩეულ, განათლების სამინისტროს მიერ ლობირებულ სტამბებში. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამომცემლობებთან კომუნიკაციის უგულებელყოფის გამო იხარჯება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები. წიგნი, როგორც კულტურის სახე და პრესტიჟი, საზოგადო, საერთო ეროვნული მოვლენაა და არა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები სახელმწიფო სუბსიდიებს არასოდეს იღებდნენ და არც ითხოვდნენ. ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, მათ დავუტოვოთ ის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოიპოვეს, და რამაც, კულტურული თვალსაზრისით, გაამართლა“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას თამარ ლებანიძემ.

ლებანიძე ასევე ამბობს, რომ  ეს არა მარტო გამომცემლების, არამედ ამ საქმით დაინტერესებული ფართო სექტორის – ავტორების, მესტამბეების, წიგნის გამავრცელებლების, საბიბლიოთეკო და საგანმანათლებლო ქსელის მუშაკების – და ქართული წიგნის ყველა ქომაგის მოთხოვნაა.

get_imgგამომცემლები მათთვის შექმნილი პრობლემების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას ასახელებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს  საჭირო ლიტერატურით სახელმწიფო უსასყიდლოდ ამარაგებს. მაშინ მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის არგუმენტი დაასახელა, რომ წიგნები ძვირი ღირდა და მოსახლეობას მათი შეძენისთვის საჭირო თანხები არ გააჩნდა. ამის საპასუხოდ, გამომცემლები ამბობენ, რომ წიგნების ღირებულების ზედა ზღვარი 10 ლარი იყო, თუმცა უმეტესობა სახელმძღვანელოებისა ბევრად ნაკლებიც ღირდა.

რადიკალურად იმოქმედა სამინისტრომ. ამას ალბათ თავისი მიზეზები ჰქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არ არიან ჩვენთან. თუკი ჩვენ ვთლით, რომ ქვეყნის განვითარების მხრივ გარკვეულწილად ბროლის ველზე ვართ, ეს ნამდვილად არის დეზერტირული საქციელი – ჩვენ 2 წელია ვცდილობთ მათთან დიალოგს და პასუხად არის სოლუტური იგნორირება“,- აღნიშნა „დიოგენეს“ წარმომადგენელმა  თამარ ლებანიძემ.

BBC-ის ცნობით, 2014 წელს საქართველომ გამოცემული წიგნების დასახელებათა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. წინა ადგილებზე საქართველოს უსწრებენ დიდი ბრიტანეთი, ტაივანი და  ესტონეთი. სწორედ ამის გამო, გამომცემლები აღნიშნავენ, რომ როდესაც ქვეყანას 200 სახელმწიფოს შორის ასეთი მაჩვენებელი აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რომ ეს რეიტინგი არ ჩაიძიროს და პირიქით, გაუმჯობესდეს.

გამომცემლები განათლების სმაინისტროს საავტოროუფლებების დარღვევაშიც ადანაშაულებენ. მათი თქმით, სანიკიძის უწყებამ სხვადასხვა გამომცემლის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები განსახილველად მიიღო, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს მასალა უწყებამ გამომცემლობების გვერდის ავლით, სტამბაში გადააგზავნა და უფასოდ დასარიგებლად გამოსცა. განათლების სმაინისტრო ამ ქმედებას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით ხსნის, რაც სოციალურ  ჭრილში დასაშვებია, თუმცა გამომცემლობების მიერ გაწეული შრომა – წიგნების შედგენა, შეფუთვა, კონტენტის შერჩევა და ა.შ. უგულებელყოფილია.

GIORGI BATLIDZEაუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას იურიდიულ ენაზე თავისი წინაპირობები და პრინციპები აქვს.  არ შეიძლება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება სპონტანურად გაჩნდეს ან ვიღაცის ნებაზე იყოს დამოკიდებული. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც სახელმწიფოს, მოქალაქის უფლებაში ჩარევის საშუალებას აძლევს, არის კონკრეტულ წესებზე დამოკიდებული. ჩვენ კი გვაქვს სიტუაცია, როდესაც უცებ განათლების სამინისტროს  გაახსენდა, რომ თურმე სოციალური ფონი, რომელიც არამგონია რომ გაუარესებულიყო, და რომელიც რეალურად არ შეცვლილა და სტაბილურად მძიმეა, უცებ არმოჩნდა, რომ ეს აუცილებელი საჭიროება გახდა იმის საფუძველი, რომ გამოყენებულ, მითვისებულ იქნას გამომცელების საავტორო უფლებები მათი ნების საწინააღმდეგოდ. არ შეიძლება ეს საზოგადოებრივი საჭიროება მყისიერად გაჩნდეს იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ნიავმა ახლა მემარცენე მიმართულებით დაუბერა, ან მემარჯვენე მიმართულებით დაუბერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი სწიროების აუცილებლობა არ იდგა“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას სასამართლოშგამომცემლობების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ბათლიძემ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თავად წიგნის ავტორებიც აპროტესტებენ. რუსული ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი მაია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თითოეული წიგნის შექმნა კოლოსალურ შრომას მოითხოვს და ამ ფონზე, სანიკიის უწყებამ, სრულიად დაუნდობელი ნაბიჯი გადადგა.

11210216_829303647104887_1302003521_nადამიანების სერიოზული შრომის უგულებელყოფა მოხდა. მე მაგალითად 10 წლის განმავლობაში დილის 8-დან ღამის 12 საათამდე სამუშაო დღე მქონდა. ჩვენ გვიწევდა წლის განმავლობაში შეგვექმნა ზოგჯერ სამი და ზოგჯერ ოთხი სახელმძღვანელო, რაც არაადამიანური შრომაა და ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს არაფერი არ არის და თავისუფლად შეუძლია წაიღოს ჩემგან ის, რაც მე შევქმენი – ანუ ჩემი შვილები, ბევრი..“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას მაია ლორთქიფანიძემ.

პრობლემას აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშიაც. მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული უფასო სახელმძღვანელოების სისტემა საზოგადოებას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე უჯდებოდა ძველი სისტემა, რომლის დროსაც წიგნებს მშობლები საკუთარი თანხებით ყიდულობდნენ.

11116205_829303643771554_1786657262_nთუ სახელმწიფო ამოაგდებს გამომცელების რგოლს წიგნის შექმნის პროცესში, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უნდა იქირაოს ყველა ის ადამიანი და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელი, ვინც მონაწილეობდა ამაში. ესენი არიან დამკაბადონებლები, დიზაინერები, საავტორო უფლებები სპეციალისტები  და სხვა. სხვათაშორის, საავტორო უფლებების ესყიდვა სამინისტროს მოუწევს სხვებისგან, რასაც უფრო წარმატებულად აკეთებდნენ გამომცემლობები. მაგალითად, როცა გამომცემლობები ილუსტრაციებს იყენებენ, იყენებენ არამხოლოდ თავიანთ დახატულ ილუსტრაციებს, არამედ შეისყიდიან საზღვარგარეთიდანაც. ახლა კი ეს ყველაფერი უნდა აკეთოს სახელმწიფომ. რატომ დაუჯდება საზოგდოებას წიგნი უფრო ძვირი? – იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტრებში ჩვენ ვხედავთ რომ ყველა მთავრობის შემდეგ იცვლება პერსონალიც. მისი ინტერესი არის არამხოლოდ წიგნების უზრუნველყოფა, არამედ ბიუროკრატიის შენარჩუნება , საკუთარი მომხრეების დასაქმება, პოლიტიკური დივიდენდების მიღება და არა – ხარისხიანი სახელმძღვანელო.

იმისთვის, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელო შეიქმნას, საჭიროა სტაბილურობა. სტაბილურობა კი მაშინაა შესაძლებელი, თუკი ეს გატანილია პოლიტიკური ინტერესების გარეთ – როდესაც ადამიანებს შეუძლიათ გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელონ ამ საქმეში. ახლა რომც დაბრუნდეს სისტემა, სადაც გამომცემლობებს აქვთ სამართლიანი პირობები იმისთვის რომ იმუშაონ, კაცმა არ იცის რამდეგამომცელობა მოინდომებს ჩართვას. რადგან, გამომცელობებს საბანკო სესხები რომ დასჭირდეთ, მივიდნენ ბანკდა მოითხოვონ სესხი, არავინ არ არის დარწმუნებული რომ ბოლო პროცესების შემდეგ, ბანკი სესხს ისევ მისცემს“,- აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ Aris.ge-განათლებასთან საუბრისას და დასძინა, რომ სასკოლო პროცესებიდან გამომცემლობების გამოთიშვამ შესაძლოა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემამდე მიგვიყვანოს – ქვეყანაში დაიწყოს უცხოური სასკოლო პროგრამის დანერგვა, რაც არსობრივად განსხვავდება ეროვნული ღირებულებებისგან.

„ეს გამომცემლობები ჩანაცვლდება საერთშორისო გამომცემლობებით, რომლებიც წიგნებს არ გამოსცემენ იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ, არამედ გამოსცემენ იმისთვის, რომ ნახონ მოგება. ისინი არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმით ისწავლებოდეს, არამედ მათი მთავარი ინტერესი არის ის, რომ მინიმალური ძალისხმევით მიიღონ მაქსიმალური მოგება და ეს მოხერხდა უკვე საქართველოში ინგლისური სახელმძღვანელოების შემთხვევაში.  მაკ მილანმა სახელმწიფოს დამხარებით ყველა კონკურენტი ჩამოიშორა და არ არის გამორიცხული რომ მსგავსი რამ მოხდეს შემდეგშიც“,- განაცხადა ჯანაშიამ.

ექსპერტის თქმით, ამ პრობლემიდან გამოსვლის გზა წიგნების წარმოების პროცესისგან  სახელმწიფოს სრული გათავისუფლებაა. „სახელმწიფო თავად არ უნდა იყოს მწარმოებელი, არ უნდა  წართვას გამომცემლებს მუშაობის შესაძლებლობა. ამ პროცესში სახელმწიფოს ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ ის, რომ მომხარებელს და მწარმოებელს ჯანსაღ ურთიერთობებში დაეხმაროს.

მიუხედავა იმისა, რომ გამომცემლების ნაწილი გაკოტრდა, ნაწილი კი გაკოტრების პირასაა, განათლეის სამინისტროს გადაწყვეტილებაში საპარლამენტო უმრავლესობა პრობლემას ვერ ხედავს და გამომცემლებს მენეჯმენტს უწუნებს. როგორც მმართველ გუნდგანმარტეს, გამომცემლობები, რომლებიც თავიანთ ბიზნესს მხოლოდ სასკოლო წიგნებით აგებენ, არასწორი მიდგომები აქვთ.

ექსპერტები კი ამ პოზიციას არ იზიარებენ და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ. რაც შეეხება სანიკიძის უწყებას, მინისტრი გამომცემლებს კვლევაში მონაწილეობას სთავაზობს, რის შემდეგაც გადაწყდება, მიიღებენ თუ არა ისინი უფლებას სასკოლო წიგნების გამოსაცემად.

11225787_829303650438220_156786691_nაუცილებელია, რომ ბაზრის კვლევის პროცედურებში მათაც მიიღონ მონაწილეობა. შარშან იყო ეს პრობლემა მხოლოდამხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასეთი ინიციატივა დააყენეს ძალიან გვიან“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

3 წელიწადში საქართველო ფრანკფურტში მსოფლიოს უდიდეს წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარდგეს, თუმცა უცნობია, იქნება თუ არა წარმოდგენილი ქვეყანა ამ გამოფენაზე მაშინ, როდესაც ეს ბიზნესი უკვე გაკოტრების პირასაა. გამომცემლებს უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის გარდა, მნიშვნელოვანი დარტყმა ლარის გაუფასურებამაც მიაყენა. რა ბედი ელის გამომცელობების დინ ნაწილს, ჯერჯერობით უცნობია. შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური