GE

წყალტუბოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სასკოლო ქსელების პროექტის ფარგლებში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წყალტუბოში ორდღიანი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია გამართა. კონფერენციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ინასარიძე და უწყვეტი პროფესიული განათლების ექსპერტ-კონსულტანტი მედეა სამსონია ესწრებოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდის ცნობით, კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიური-პრაქტიკული კვლევების უნარ-ჩვევების განვითარებას და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას; ეფექტური, ინოვაციური მეთოდების პრაქტიკულად გამოყენების სწავლებას; ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესისი ხარისხის ზრდის ხელშეწყობას.

კონფერენციაზე თემები ხობის მუნიციპალიტეტის N 26 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა წარადგინეს. საგანმანათლებლო კონფერენცია დახმარებას გაუწევს სასკოლო ქსელებში გაერთიანებულ სკოლებს თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებაში, წინსვლასა და განვითარებაში.

კონფერენციის დასასრულს მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური