GE

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებლის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილი ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური, მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და იშვიათი გამოცემები, მემორიალური ნივთები გახდეს ეფექტური სასწავლო რესურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის. ცენტრის კოლექციები მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს – ისტორია, სამართალი, გეოგრაფია, მოგზაურობა, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო საქმე და სხვ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის სწორად გამოყენებისა და გაცნობისათვის მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას და მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი“, ასევე საგანგებო გამოფენა „სიმართლე თებერვალზე“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ემიგრანტების პირად არქივებში დაცული მასალა 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. ღონისძიებას სკოლის დირეტორები, მასწავლებლები და რესურსცენტრის წამომადგენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური