GE

YouTube-ის 15 არხი ინგლისურის შესასწავლად

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უამრავი გზა უცხო ენის შესასწავლად. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველდღიურად ჩართოთ YouTube-ზე ენის შემსწავლელი რომელიმე არხის ვიდეოები და პროფესიონალი პედაგოგები სრულიად უფასოდ აგიხსნიან ყველაფერს, რაც თქვენთვის აქამდე გაუგებარი იყო.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ არხს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

არხები რუსულ ენაზე:

Puzzle English – შეიცავს მრავალ ვიდეოს სხვადასხვა თემაზე: გრამატიკის გარჩევა, ენის შესწავლის საიდუმლოებები და რჩევები, საინტერესო გამოთქმები პოპულარული სერიალებიდან და მრავალი სხვა.

Albert Kakhnovskiy – ინგლისურის შესწავლა ცნობილი რეიმონდ მერფის მიხედვით.

ინგლისური  ნოტებად – საკმაოდ მხიარული არხი. ინგლისურის შესწავლა აქ ხდება მუსიკის, თამაშების, ფილმებისა და იუმორის საშუალებით.

ინგლისური ენა ჯობსის სკოლაში – საგანმანათლებლო-გასართობი არხი ინგლისურის შესწავლაზე, მხიარულია და ეფექტური.

Oxana Dolinka – თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლა. უამრავი მასალა დამწყებთათვის.

არხები ინგლისურ ენაზე:

Learn English with Ronnie – ვიდეოების უმეტესობა ეძღვნება გრამატიკას. ახსნილია საკმაოდ გასაგებად, სხარტად და იუმორით.

English with Jennifer – აქ თქვენ ნახავთ რჩევებს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ გამოთქმა, აითვისოთ გრამატიკა და მრავალი სხვა. სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთათვის, აგრეთვე ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.

Rachel’s English – არხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც პრობლემები აქვთ გამოთქმასთან.

Anglo-Link – მასალის მრავალფეროვნება საკმაოდ მიმზიდველია. გაკვეთილების უმრავლესობა ეძღვნება გრამატიკის განხილვას.

EnglishClass101 – არხი სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ასე თუ ისე უკვე ერკვევა გრამატიკაში, თუმცა სირთულეს აწყდება ურთიერთობისას.

BBC Learning English – დიდი რაოდენობის საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო განსხვავებულ თემებზე.

Learn English with Steve Ford – ავტორი – ინგლისური ენის პროფესიონალი პედაგოგი ოცწლიანი სტაჟით. საინტერესო მასალის ნახვას შეძლებენ როგორც დამწყებები, ასევე გამოცდილები.

AlexESLvid’s Free English Lessons – პოპულარული არხი, რომელიც ახლდება ფაქტობრივად, ყოველდღიურად.

Learn English with Let’s Talk – საკმაოდ კარგი გაკვეთილები განსხვავებულ თემებზე,  სწავლების თანამედროვე პრინციპებზე დაყრდნობით.

წყარო: adme.ru

ა.ზ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური