GE

ყველა უნივერსიტეტის ერთი ღია კარის დღე – „ექსპო ჯორჯია“ განათლების გამოფენას მასპინძლობს

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა წლის ის უმთავრესი ღონისძიებაა, როდესაც ყველა წამყვანი თუ ახალბედა ქართული და უცხოური უნივერსიტეტები ერთ სივრცეში იკრიბებიან და მზარდი კონკურენციის პირობებში აბიტურიენტებსა და სტუდენტებს თავიანთ პროგრამებს და სიახლეებს სთავაზობენ

განათლების საერთაშორისო გამოფენას საგამოფენო ცენტრმა „ექსპო-ჯორჯიამ“ წელს მეხუთედ უმასპინძლა.

,,ეს უკვე ყოველწლიური პროექტია. წელს  ტოპ-სიახლე ის არის რომ, გეოგრაფიაა გაზრდილი. საქართველოს გარდა,  ცნობილი და რეიტინგული სასწავლებლებიდან 13 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. წელს პირველად მონაწილეობს რამდენიმე საელჩო.  მათ  სასტიპენდიო პროგრამების ერთობლიობა აქვთ  გამოტანილი.  ასე რომ, ეს გამოფენა საინტერესოა არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის და სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც ვინც მოკლევადიანი ან საზაფხულო და პროფესიული კურსებით არის დაინტერესებული,”- გამოფენის მთავარი სიახლეები Aris.ge-განათლებას გამოფენების პროექტების მენეჯერმა თეონა თავაძემ გააცნო.

საქართველოს გარდა ექსპ-ჯორჯიაში ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანიის, საფრანგეთი, შვეიცარიის, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთი, ჰოლანდიისა და თურქეთის სასწავლებლებია წარმოდგენილი.

გამოფენაზე მისულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს საშუალება აქვთ პირადად შეხვდნენ 100-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. მიიღონ  ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, შეიტყონ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ, შეხვდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც სთავაზობენ  გაცვლით პროგრამებს.

Aris.ge-განათლება რამდენიმე  ქართული უნივერსიტეტის სტენდთან შეჩერდა და იმ სიახლეებს გაეცნო რომლებსაც წელს წამყვანი  სასწავლებლები აბიტურიენტებს სთავაზობენ.

ნატა მახათაძე- გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელობის უნივერსიტეტის პიარ-მენეჯერი

”ყოველწლიურად გრიგლ რობაქიძის უნივერსიტეტი მეტად უკეთეს შედგს დებს. ჩვენ მიზანია ამ წარმატებების შესახებ ინფორაცია მივაწოდეთ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს. ეს გამოფენა საუკეთესო საშუალებაა, რომ დაინტერესებულმა პირმა მიიღოს ზუსტი და სრული ინფორმაცია ”ალმა-მატერის” შესახებ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ  საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრი ჩვენ ხარისხთან ერთად მიიღებს საფრანგეთის, ენის ადმინისტრირების სკოლის ხარისხს, რომელსაც პარალელურად სორბონის უნივერსიტეტი დაამტკიცებს. ჩვენ სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება მიიღონ 5დან -100%-მდე  შიდა გრანტები და ისწავლონ უფასოდ. გარდა ამისა, მივაწვდით ინფომაციას გაცვლით პროგრამებზე. რობაქიძის უნივერსიტეტი 30 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და შესაბამისად, ჩვენ სტენდტან მოსულ ახალგარზდებს და მათ მშობლებს ამ თანამშრომლობაზეც გავესაუბრებით.

ანანო წივწივაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

”უკვე რამდენიმე წელია ვმონაწილეობთ ამ პროექტში. წელს ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს და ყველა აბიტურიენტს ვურჩევ მოვიდეს ჩვენ სტდენთან. წელს მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაემატა ახალი ფაკულტეტი ”მეღვინეობა-მევენახეობა და აგროტექნოლოგია. მატერალურ-ტექნიკური ბაზა განახლებულია. დავიმატეთ ახალი კორპუსები და ძალიან საინტერესო პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს სტუდენტებს. ასევე, რაც შეეხება სწავლების ფასს, სამართლის მიმართულებაზე 2900 ლარიდან სწავლის საფასური 2600 ლარი გავხადეთ და დანარჩენ მიმართულებაზე მაღალი ხარისხით სწავლების მიუხედავად ფასი არ გაგვიზრდია”.

ეკატერინე ტოგონიძე – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

”წელს ”გაუ” იუბლარია ათი წლის გავხდით და განსაკუთრებულად გვინდა შევხვდეთ ამ წელს. გარდა იმისა, რომ შიდა გრანტებს ვთვაზობთ საუკეთესო სტუდენტებს. ოთხივე მიმართულებაზე, წელს სწავლის გადასახადმა დაიწია. განსაკუთრებით კი ბიზნესისა და სამართლის სკოლებში. ჩვენ სტენდთან მოსულ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ თანამედროვე სტანდარტებსა და სტუდენტებზე ორიენტირებულ სწავლებას”.

ზვიად ფიფია – შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

”ეს არის მსგავსი ტიპის ერთადერთი ფორუმი, სადაც გვაქვს საშუალება ჩვენი ყველა პროდუქტი გავაცნოთ მომხმარებელს. წელს  გვაქვს შეღავათების ახალი სისტემა. მოქმედებს უამრავი სახის ფასდაკლება. რაც ნებისმიერ სეგმენტს აძლევს საშუალებას იწავლოს შავი ზღვის უნივერსიტეტებში უფასოდ, ან ნაკლებ ფასად. ოქროს მედალოსნებისთვის და ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულებისთვის ჩვენთან სწავლა უფასოა”.

თავისუფალმა უნივერსიტეტმა საგამოფენო პავილიონში ქართულად მოლაპარაკე, მოსიარულე ტატო რობოტი წარმოადგინა, რომელიც მაქსის სკოლის ლაბორატორიაში ”ფრი უნისა და აგრარული სტუდენტებმა ააწყვეს. ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც გამოფენაში მოსიარულე რობოტმა მიიღო მონაწილეობა.

ბექა კოკაია – თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

”ალბათ მნიშვნელოვანი იქნება აბიტურიენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოდნის ფონდის გრანტი თავისუფალ უნივერსიტეტში ისევ მოქმედებს და აბიტურიენტებს მისცემს საშუალებას, სწავლის გადასახდი 2900 ლარით შეიმსუბუქონ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ფასი არ იცვლება და ბიზნესი გარდა ყველა მიმართულებაზე კვლავ 2450 ლარია”.

რაც შეეხება რეგიონებს  – რეგიონებიდან ექსპო-ჯორჯიაში მხოლოდ ბათუმისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები იყვნენ წარმოდგენილები:

მანანა თავდგირიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი

”ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ღებულობს ამ გამოფენაში მონაწილეობას. საუკეთესო საშუალებაა მოსულ ახალგზრდებს გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი სასწავლო პროგრამების, გრანტების, სოციალური პროექტების შესახებ. წელს მაგისტრებს სიახლის სახით ინგლისურ ენოვან პროგრამებს, ხოლო აბიტურიენტებს არჩევით საგნად – სამოქალაქო განათლებას ვთავაზობთ”.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, წელს გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღია კავკასიის უნივერსიტეტს. პროექტის ორგანიზატორები მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია საგამოფენო ცენტრში სტუმრის სტატუსით მოსული შევნიშნეთ.

ტრადიციულად, საინფორმაციო ბუკლეტებითა და სხვადასხვა უნივერსიტეტების ფლაერებით დატვირთულები ტოვებენ პავილიონის ტერიტორიას ახალგაზრდები. როგორც რამდენიმე მათგანმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა – ”გამოფენა საუკეთესო საშუალება ერთ დღეში ყველა უნივერსიტეტის ღია კარის დღეს დაესწრო”.

ყველა უნივერსიტეტის საერთო ღია კარის დღე 28 თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს  ხვალ, 12:00-19:00  საათამდე, საშუალება ექნებათ მოასწრონ ის, რაც ვერ მოახერხეს დღეს.

ხვალ განათლების საერთაშორისო გამოფენა  2016 წლამდე დაიხურება.

   ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური