GE

„ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს გამოსაშვები გამოცდების პრეტესტზეც“ – ივა მინდაძე

21 მაისს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ე.წ.  CAT იწყება. ხვალ კი 1500-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ჩატარდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა, სისტემა გამართული მუშაობისთვის მზად არის.

მისივე ინფორმაციით, 2084 სკოლიდან გამოცდები და შესაბამისად პრეტესტი 1500-მდე სკოლაში ჩატარდება. მიზეზი რამდენიმეა:  ზოგიერთ სკოლაში სწავლება  მხოლოდ მეცხრე კლასამდე არის.  ზოგ სკოლას, კონტიგენტის სიმცირის გამო, მეთორმეტე კლასი საერთოდ არ ჰყავს  და სამწუხაროდ, ამ დრომდე რჩება სკოლები, სადაც გამოსაშვები გამოცდები ტექნიკური მიზეზით  გამო ვერ ტარდება.

ივა მინდაძის ინფორმაციით,  პრეტესიტი სავალდებულო არ არის თუმცა სასურველია, რომ მოსწავლეებმა ამ შეთვაზებით ისარგებლონ.

,,სისტემა შემოწმებულია, რამდენიმე გზის. თუმცა პრეტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ ვნახოთ სისტემის მუშაობა ერთობლიობაში, როდესაც რამდენიმე ათასი ბავშვი ერთად შევა სამუშაოდ.  ამასთანავე,  მოსწავლეებს აქვთ საშუალება გამოცდამდე ერთი დღით ადრე  გაეცნონ თუ რა ტიპის დავალებები ექნებათ და როგორ უნდა იმუშაონ მათზე. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს პრეტესტზეც,”- განაცხადა მინდაძემ.

ამბობს, რომ წელს  გამოსაშვებ გამოცდაზე 47 ათასამდე მოზარდი გამოდის, მათგან უმრავლესობა მეთორმეტე კლასელია, ნაწილი გამოცდებს ექსტერნად აბარებს და არიან ისეთები, რომელბმაც მეთერთმეტე კლასში ვერ ჩააბარა გამოცდა და წელს  უწევთ გადაბარება.  ასეთი დაახლოებით 3 ათსამდე მოსწავლეა.

წელსაც, წინა წლების მსგავსად, მეთორმეტეკლასელებს 4 გამოცდის: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა უცხო ენა და ისტორიის ჩაბარება მოუწევთ. როგორც  ცენტრის დირექტორის მოადგილე ჩვენთან საუბარში აცხადებს,  წელსაც აპლიკანტების ¾-ს  უცხო ენად ინგლისური აქვს არჩეული. ,,ყოველწლიურად კლებულობს იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც უცხო ენის გამოცდისთვის გერმანულს,  რუსულს და ფრანგულ ენებს ირჩევენ”.

რაც შეეხება საგამოცდო დროს,  მოსწავლეს თითოეული  გამოცდის თითოეული კითხვისათვის პასუხის მოსანიშნად 2 წუთი ეძლევა და დამატებით რეზერვში კიდევ 10 წუთი აქვს. თუ აპლიკანტი კითხვაზე პასუხს 2 წუთზე მეტ დროს მოანდომებს, მას დრო რეზერვირებული 10 წუთიდან აკლდება. თუ დავალებას ორ წუთზე ნაკლებ დროს მოახმარს,  მაშინ დარჩენილი დრო რეზერვში გადადის.

ივა მინდაძის თქმით, როგორც წესი, მოსწავლეები გამოცდას  ნახევარ საათს ანდომებენ. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი  დრო მათემტიკის გამოცდაზე სჭირდებათ.

CAT-ის გამოცდების  ყველა კითხვა  დახურულბოლოიანია, ანუ მოსწავლეებს სავარაუდო პასუხებიდან ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწვეთ. გამოცდის შედეგები კი მათთვის ცნობილი ტესტის დასრულებისთანავე იქნება.

გამოსაშვები გამოცდა 21 მაისს საჯარო სკოლებში დილის 9 საათზე დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. დიდკონტიგენტიან სკოლებში გამოცდები დღეში რამდენიმე ნაკადად ჩატარდება.

მე–11 კლასელებისთვის კი გამოსაშვები გამოცდები კი 12 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.

პრეტესტი – გენერალური რეპეტიცია, რომელზეც მე-12 კლასელები გულდასმით არ მუშაობენ

რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?! – ინტერვიუ საგამოცდო ალგორითმის შემქმნელთან

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური