GE

„ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა”

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ზოგადი უნარების გამოცდით განახლდა. ზოგადი უნარების გამოცდა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, სავალდებულო გამოცდაა და მისი ჩაბარება ყველა აბიტურიენტს უწევს.  ამიტომაც გამოცდა ორ დღის განმავლობაში ორ-ორ სესიად ჩატარდება.

გამოცდის პირველ დღის პირველ სესიაზე  10 000 -მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება არგამოცხადების ფაქტს,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს. როგორც შეფასებისა და გემოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გამოცდის პირველი სესია ამ დროისთვის მშვიდ გარემოში,  უხარვეზოდ მიმდინარეობს.

ზოგად უნარების ტესტს  აზერბაიჯანულ ენაზე 1179 აბიტურიენტი აბარებს, სომხურ ენაზე 429, რუსულ ენაზე კი 736.

წელს აღნიშნული გამოცდის ფარგლებში სიახლეა. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, სურვილის შემთხვევაში გამოცდა ინგლისურ ენაზე ჩაებარებინათ, საუბარია იმ აბიტურიენტებზე, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სან-დიეგოს უნივერსიტეში სურთ.

ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარების სურვილი სულ 6-მა აბიტურიენტმა გამოთქვა.

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური