GE

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – ეროვნული გამოცდები 2015

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი გამოქვეყნდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, I და IV ვარიანტებისათვის აბიტურიენტმა ზღვარი გადალახა, თუ მიიღო 23 ქულა და მეტი, II და III ვარიანტებისათვის – 24 ქულა და მეტი. ზოგადი უნარების ტესტის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდება დღის ბოლომდე. 

შედეგების გაგება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე  www.naec.ge;  ან   www.online.naec.ge.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური