GE

ზოგადი უნარების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.

სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ გამოცდაზე დაფიქსირებული უმაღლესი ქულა 79 და 78–ია, ორივე მაღალი ქულა მხოლოდ ორ–ორმა აბიტურიენტმა მიიღო.

აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)

სტატისტუკური ანალიზი ზოგადი უნარები

ზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური