GE

ზუგდიდში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდში გაიხსნა.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ცნობით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ფილიალის-საინფორმაციო ცენტრის გახსნა-პრეზენტაცია.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვისების განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერმა-ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები, რომლებზე წვდომაც ზუგდიდელი მკითხველისათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრების გახსნა ახლო მომავალში ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური