GE
10 ივნისი, 2016 11:30

ოლიმპიადაში გამარჯვებული ,,შავნაბადელი” ოქსფორდის უნივერსიტეტში გაემგზავრება

გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა, ბატონმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და ბიძინა ივანიშვილმა დააჯილდოვეს.

ოლიმპიადაში გიმნაზია “შავნაბადადას” მე-12 კლასის მოსწავლემ ლადი კაპანაძემ გაიმარჯვა. რომელიც გამარჯვებულ 20 მოსწავლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტში გაემგზავრება ინგლისური ენის კვალიფიკაციის ასამღლებელ კურსებზე. საქართველოს მაშტაბით ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობას 230 მოსწავლე იღებდა. მათ შორის 4 „შავნაბადელი“.

ლადისთან ერთად, ასევე, დააჯილდოვეს გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქალბატონი ნათია ლაგვილავა. რომელსაც მადლობის სიგელთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელს ამ ოლიმპიადაში გიმნაზიის ორმა მოსწავლემ მიხეილ აწყვერელმა და ირინე მაჭავარიანმა გაიმარჯვეს და ასევე, ბრიტანეთში, ოქსფორდში, ინგლისური ენის კვალიფიკაციის ასამღლებელი კურსები გაიარეს.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა