GE
20 თებერვალი, 2017 12:45

პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში კომაროვში ლევან ბრეგაძის ლექცია გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები” 2016 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს” დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

პროექტის „ცოცხალი წიგნები” მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები” გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი – მარიამ წიკლაური.

პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში, 16 თებერვალს, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს, კომაროვის სახელობის თბილისის N199-ე საჯარო სკოლაში კრიტიკოსის და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ლევან ბრეგაძის ლექცია გაიმართა რომანტიზმზე, უფრო კონკრეტულად კი გოეთეზე, ჰიუგოზე, ბარათაშვილზე და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე.

კომაროვის სკოლა დიდ მადლობას უხდის ლევან ბრეგაძეს და პროექტ „ცოცხალ წიგნებს“ საინტერესო ლექციისთვის.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება