GE
27 მაისი, 2016 11:13

ქართულ-ამერიკულ სკოლას პრაღის სკოლების დირექტორები ესტუმრნენ

ქართულ-ამერიკულ სკოლას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პრაღის სკოლების დირექტორები სტუმრობდნენ. ჩეხები გაეცნენ სასწავლო პროცესს, კერძოდ, სწავლების თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს.

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სიტუაციური თამაშები, პრეზენტაციები და მინისპექტაკლები ინგლისურ ენაზე. სტუმრებს გააცნეს საქართველოს ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები, ჩართეს ვიქტორინაში.

სკოლის დირექტორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ქართულ-ამერიკული სკოლა