GE
26 აპრილი, 2016 15:50

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ

სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” 6-8 კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წაროადგენს. ასევე გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი.

მოსწავლეებს ჩაუტრადათ ლექცია თემაზე: “მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო”. კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაეცნენ ქართული თეატრისა და კინოსთვის შექმნილ სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ კოსტიუმებსა და დეკორაციულ ესკიზებს, რომლებიც დაცულია ხელოვნების სასახლეში.

სკოლა გიმნაზია "პირველი"