GE
25 მაისი, 2016 14:00

სკოლა-კომპლექს ,,სადუნში” ,,ბოლო ზარი” ჩატარდა

19 მაისს სკოლა-კომპლექს ,,სადუნში” ,,ბოლო ზარი” ჩატარდა.

წელს სკოლას 40 კურსდამთავრებული ჰყავს. ამ დღეს მეთორმეტეკლასელებს სიმბოლურად ჩაუტარდათ ,,ბოლო გაკვეთილი”. დანარჩენმა სადუნელებმა ისინი საკლასო ოთახებიდან ზარის რეკვის ფონზე, ვარდებით გამოაცილეს. ასევე ქორეოგრაფიულ-ვოკალური ნომრებით მიულოცეს ეს სევდანარევი სიხარულით, დიდი იმედებითა და მოლოდინებით სავსე დღე. თავად კურსდამთავრებულებმა კი სიტყვით მიმართეს სკოლის პედაგოგებს, თანამშრომლებს, დამრიგებელ-კოორდინატორებს, ბაღის მასწავლებლებს. ღონისძიება მანტიებით შემოსვითა და კეპების ჰაერში აყრით დასრულდა.

სკოლის დირექცია ულოცავს ,,სადუნის” კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს. გახსოვდეთ: სადუნელობა პრივილეგიაა!

სკოლა სადუნი