GE
30 ნოემბერი, 2016 17:43

სკოლა ,,შავნაბადას” პროგრამა ,,მომავალი თაობის” წევრი ლელა შველიძე სტუმრობდა

დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადაში სტუმრად პროგრამა ,,მომავალი თაობის” წევრი ლელა შველიძე იყო, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში დაესწრო გაკვეთილს, რომლის თემაც იყო: ,,დისკრიმინაცია და თანასწორობა – ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია.”

მოსწავლეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციაზე, თავისუფლებაზე და ტოლერანტობაზე. შეასრულეს სხვადასხვა ჯგუფური დავალებები და წარმოადგინეს პლაკატები დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა