GE
30 ნოემბერი, 2016 15:22

თანამედროვე განათლების აკადემიაში ინტელექტუალური შეჯიბრების – ,,მოაზროვნეს” – ფინალი გაიმართა

29 ნომებერს თანამედროვე განათლების აკადემიაში ინტელექტუალური შეჯიბრების – ,,მოაზროვნეს” – ფინალი გაიმართა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს მეხუთე კლასელთა გუნდები ,,იღბლიანი ბორბალი” და ,,CEA ინტელექტი” ეჯიბრებოდნენ. მესამე ადგილისთვის ბრძოლა გუნდმა ,,CEA ინტელექტმა” მოიგო. ხოლო ფინალში მეშვიდე კლასის გუნდი ,,კოზანოსტრა” და მერვე კლასის გუნდი ,,პენტაგრამა” შეხვდნენ.

დაძაბული ფინალის შემდეგ გამარჯვებული გუნდი ,,პენტაგრამა” გახდა. სკოლა ულოცავს მათს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ ასპარეზზე უსურვებს წარმატებებს.

თანამედროვე განათლების აკადემია