GE
საბუღალტრო კურსები
შეისწავლეთ ბუღლტერია და აიმაღლეთ კვალიფიკაცია ფინანსებში.
 
ჩვენი სასწავლო პროგრამა შედგება ორი საფეხურისაგან და თითოეულ საფეხურში გაერთიანებულია სამი საგანი:
 
1–ლი საფეხური:
 
AAFC-1  – "ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით"
ლექციების რაოდენობა: 14 ( 28 სთ.),
ღირებულება: 210  ლარი;
დაწყება:  16 სექტემბერი
ჩატარების დღეები: ორშაბათი, პარასკევი
დრო: 14:00 სთ.
დასრულება: 2 ნოემბერი
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა  10–12 ადამიანი.
 
ლექციებზე წაიკითხება ფინანსური აღრიცხვის ძირითადი სტანდარტები:
  • ანგარიშთა გეგმა, ორადი ჩაწერის პრინციპი;
  • ბასს 2: “სასაქონლო მატერიალური ფასეულობები”  (IAS 2. “Inventories”);
  • ბასს 16: “ძირითადი საშუალებები”  (IAS 16. “Property, Plant and Equipment”);
  • ბასს 38: “არამატერიალური აქტივები” (IAS 38. “Intangible Assets”);
  • ბასს 21: „უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებითგამოწვეული შედეგები“ (IAS 21. “The Effects of Changes in Foreign Exchange Rates”);
  • ბასს 23: “სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები”  (IAS 23. “Borrowing Costs”);
  • დისკონტირების არსი.
AAFC-2 – "საბუღალტრო ინფორმაციული ტექნოლოგიები"
ლექციების რაოდენობა: 20 ( 40სთ.),
ღირებულება: 250  ლარი;
პროექტორის დახმარებით მიმდინარეობს მასალის გადმოცემა, თითოეული მსმენელი აღჭურვილია საკუთარი ლეპტოპით, მეცადინეობა დინამიურია, მოითხოვს თითოეული მსმენელის აქტიურ ჩართულობას. ჯგუფში 2, 3 ან 4 ადამიანია. შეისწავლება საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერი“ სრულყოფილად.
 
AAFC-3  –  "ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები"
ლექციების რაოდენობა: 18 ( 36 სთ.),
ღირებულება: 270 ლარი;
დაწყება: 21 ოქტომბერი
დასრულება: 17 თებერვალი
ჩატარების დღეები: პარასკევი
დრო:  19:00სთ.
პროექტორის დახმარებით მიმდინარეობს მასალის გადმოცემა, ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა  10–12 ადამიანი.
 
ლექციებზე წაიკითხება:
  • სამოქალაქო კოდექსი (სახელშეკრულებო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, გარიგებანი...); შრომის კანონთა კოდექსი; კანონი მეწარმეთა შესახებ; გადახდისუუნარობის შესახებ კანონი; და ა.შ.
მე–2 საფეხური:
AAFC-4 –  „წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა ფასს–ების (IFRS) მიხედვით“
ლექციების რაოდენობა: 6 ( 12სთ.),
ღირებულება: 180  ლარი;
 
ლექციებზე წაიკითხება ფინანსური აღრიცხვის რამდენიმე სტანდარტი:
  • ბასს 1:  “ფინანსური ანგარიშგების წარდგენა” (IAS 1. “Presentation of Financial Statements”); ბასს  12: “მოგებიდან გადასახადები”  (IAS 12. “Income Taxes”);
  • ბასს 7: “ფულადი ნაკადების ანგარიშგება” ((IAS 7. “Cash Flow Statements”);
  • ბასს 8: “სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები”
  • (IAS 8. “Accounting Policies, Changes in Accountig Estimates and Errors”);
  • ბასს  10: “საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები”  (IAS 10. “Events After the Reporting Period”);
  • ფინანსური ანგარიშგების ფორმები: ბალანსი, მოგება–ზარალი, ფულადი ნაკადები, კაპიტალის მოძრაობა, ახსნა განმარტებითი შენიშვნები.
AAFC-5 –  საქართველოს საგადასახადო კოდექსი: ძირითადი გადასახადები
ლექციების რაოდენობა: 7 ( 14 სთ.),
ღირებულება: 315   ლარი;
დაწყება: 1 ოქტომბერი;
დასრულება: 15 ოქტომბერი
ჩატარების დღეები:  ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი
დრო:  19:00 სთ., შაბათს 15:00 სთ.
ლექციებზე წაიკითხება ძირითადი გადასახადების კომენტარები, განიხილება უამრავი პრაქტიკული ამოცანა:
საშემოსავლო გადასახადი, დღგ, არარეზიდენტის გადასახადები, ქონების და მიწის გადასახადი, მოგების გადასახადი.
 
AAFC-6 –  საქართველოს საგადასახადო კოდექსი: სამართლებრივი საფუძვლები
 
ლექციების რაოდენობა: 12 ( 30 სთ.),
შუალედური ტესტირება: 2
ღირებულება: 360   ლარი;
დაწყება:  20 სექტემბერი;
დასრულება: 3 ნოემბერი;
ჩატარების დღეები:  სამშაბათი, ხუთშაბათი
დრო:  19:00 სთ.,
პროექტორის დახმარებით მიმდინარეობს მასალის გადმოცემა, გამოიყენება სადემონსტრაციო მასალები. ლექცია დინამიურია და მოითხოვს მსმენელის აქტიურ ჩართულობას. სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ორ შუალედურ ტესტირებას.
 
ლექციებზე წაიკითხება:
  1. საქართველოს საგადასახადო სისტემა
    სსკ-ის რეგულირების სფერო, ვადები, ხანდაზმულობა, გადასახადის ცნება და სახეები.
  2. სსკ-ში გამოყენებული ტერმინები და ცნებები
    ეკონომიკური, საქველმოქმედო და რელიგიური საქმიანობა. დაქირავებით მუშაობა. საქონელი, საქონლის მიწოდება, მომსახურება, მომსახურების გაწევა. ფასი, საბაზრო ფასი, ურთიერთდამოკიდებულება.
  3. ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია
    გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საქართველოს საწარმო, უცხოური საწარმო, მუდმივი დაწესებულება, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რელიგიური ორგანიზაცია, რეზიდენტი და არარეზიდენტი.
  4. გდამხდელის სამართლებრივი დაცვა
    ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, საგადასახადო საიდუმლო, გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები.
  5. გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება
    განმარტება სსკ-ს გამოყენების შესახებ, წინასწარი გადაწყვეტილება, საჯარო გადაწყვეტილება
  6. საგადასახადო ორგანოები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები
    საგ. ორგანოები, ფუნქციები, ვალდებულებები, დელეგირება.
  7. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება
    საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება, საგადასახადო პერიოდი, საგადასახადო შეღავათი, საგადასახადო მოთხოვნა.
  8. საგადასახადო ანგარიშგება
    საგადასახადო დეკლარაცია, დეკლარაციის წარდგენის გადავადება, დეკლარაციის კორექტირება, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.
  9. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება
    დეკლარაციის წარდგენა და გადავადება, გადასახადის გადახდის გადავადება,  განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერა.
  10. საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები
    მიკრო, მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსები.
  11. საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთა
    უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და შეღავათებით სარგებლობა.
  12. ტრანსფერფრაიზინგი
    მიზანი, პრინციპები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
  13. შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
    პროცენტი, დივიდენდი, როიალტი, სხვა.
  14. საგადასახადო აღრიცხვის წესი
    აღრიცხვის საკასო მეთოდი და დარიცხვის მეთოდი, ამხანაგობა, გრძელვადიანი კონტრაქტი, სმფ-ები, მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას  აქტივების ღირებულება                                                                                          
    მოგების ან ზარალის აუღიარებლობა, ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია,  წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა.
  15. გადასახადების ადმინისტრირება
    დეკლრაციის წარდგენა, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი, მიმდინარე გადასახდელები.
  16. აქციზი
    გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, განაკვეთი, საანგარიშო პერიოდი, საანგარიშგებო პერიოდი, სპეც წესები და გათავისუფლება.
  17. იმპორტი
    გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, განაკვეთი, საანგარიშო პერიოდი, საანგარიშგებო პერიოდი, სპეც. წესები და გათავისუფლება.
  18. საბაჟო
    იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, საწყობი, შიდა და გარე გადამუშავება, დროებით შემოტან/გატანა, ინკოტემსი
  19. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა
    გირავნობა, იპოთეკა, ყადაღა, ინკასო, მე-3 პირზე მიქცევა, დავალიანების ჩამოწერა.
  20. საგადასხადო კონტროლი - მიმდინარე კონტროლის პროცედურები და საგადასახადო შემოწმება
    ძირითადი დებულებანი, დათვალიერება, ქრონომეტრაჟი, ინვენტარიზაცია, მონიტორინგი, საკონტროლო შესყიდვა. კამერალური და გასვლითი შემოწმებები
  21. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა
    სანქცია, საურავი, გაფრთხილება დეკლარაციის შემცირება და დაგვიანება, უკანონო ჩათვლა, დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება, ზედმეტობა, დანაკლისი.
  22. საგადაასახადო შეთანხმება
    პროცედურები, უარი, სპეც წესები, გრაფიკი.
  23. საგადასახადო დავის წრმოება
    დავის დაწყება, დავის განმხილველი ორგანო, დაავის შეცერბა, გადაწყვეტილების გამოტანა, გადაწყვეტილების აღსრულება, გადაწყვეტილების გასაჩივრება.
  24. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
AAFC-5 და AAFC-6 –ის ერთდროულად არჩევის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ფასდაკლებას, ჯამური 675 ლარის ნაცვლად გადაიხდის 570 ლარს.
 
თითოეული საგნის ლექციების დამთავრების შემდეგ ტარდება გამოცდა. გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 50 ლარი. გაიცემა ორი ტიპის სერტიფიკატი 1–ლი საფეხურის და მე–2 საფეხურის.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები