GE
მიღება სამედიცინო პროფესიულ კოლეჯში
შპს ,,თერაპიის სახლის ბაზაზე არსებული საზოგადოებრივი კოლეჯი ა(ა)იპ-,,ადამიანი და ბუნება“ აცხადებს პროფესიული სტუდენტების მიღებას 2014-15 სასწავლო წლისთვის შემდეგ სპეციალობებზე:
  • ექთნის თანაშემწე (მე-3 საფეხური) - სწავლის ხანგრძლივობა - 1 წელი და 7 თვე;
  • მასაჟისტი (მე-3 საფეხური) - სწავლის ხანგრძლივობა - 13 თვე;
  • მასაჟისტი (მე-4 საფეხური) - სწავლის ხანგრძლივობა - 9 თვე;
  • პრაქტიკოსი ექთანი (მე-5 საფეხური) - სწავლის ხანგრძლივობა - 2 წელი და 7 თვე..
საბუთების მიღება წარმოებს 29 ოქტომბრამდე, სწავლა დაიწყება 1 ნოემბრიდან. სტუდენტები კოლეჯში ჩაირიცხებიან წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
 
სწავლება ეფუძნება საქართველოში და დასავლეთ ევროპაში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და ავადმყოფის მოვლის თანამედროვე მოდელებს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად პროფესიული სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას თბილისის წამყვან კლინიკებსა და შინ მოვლის სამსახურებში.

კოლეჯის ბაზაზე ასევე არსებობს გადასამზადებელი კურსები ექთნებისა და არაპროფესიონალებისათვის. მათი გადამზადება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ექთნებისა, უცხოეთში ავადმყოფის მომვლელებად წამსვლელთა მომზადება ხდება ბინაზე ავადმყოფის/მოხუცის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად.
 
ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი სამედიცინო და სასწავლო ორგანიზაციები, როგორებიცაა:
  • საქართველოს ექთნების ასოციაცია,
  • კოალიცია "შინმოვლა საქართველოში",
  • კავშირი "ონკოპრევენციის ცენტრი"-ს პალიატიური მზრუნველობის კლინიკა,
  • ფონდი "თაობა",
  • "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი",
  • საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანათლების ქართული კავშირი "გენეზისი",
  • ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული" მოწყალების ცენტრის პროფესიული კოლეჯი"
  • აკად. ო. ღუდუშურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი,
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,
  • "თერაპიის სახლი"
  • ქ. ჰერდეკეს (გერმანია) საზოგადოებრივი საავადმყოფო,
  • დორთე კრაუზეს საექთნო ინსტიტუტი და ა.შ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები