GE
3დსმაქსი და რევიტი - 3DS MAX & Revit

აირჩიე შენთვის სასურველი

სწავლის ფორმა და პირობები:

  • ინდივიდუალური სწავლა,
  • მცირე ჯგუფი - 2-4 მსმენელი (ფასდაკლება!),
  • საშუალო ჯგუფი - 5-6მსმენელი (+ფასდაკლება),
  • დიდ ჯგუფი - 7 და მეტი მსმენელი (++ფასდაკლება).

შესწავლის ენა

  • ქრთული - სტანდარტული ფასები
  • რუსული - სტანდარტულ ფასს +70%

სწავლის ადგილმდებარეობა:

  • ჩვენ ოფისში(თავისუფლების მოედანზე),
  • თქვენ ოფისში,
  • ონლაინ რეჟიმში.

სწავლის დონე:

  • საბაზისო,
  • გაძლიერებული,
  • პროფესიონალი,

გადახდის მეთოდი:

  • ეტაპობრივი - ყოველი დონის მე-2 და მე-5 სემინარიმდე,
  • წინასწარი - სწავლის დაწყებიდან მე-2 სემინარიმდე (ფასდაკლება++).

3დს მაქს - 3DS MAX

  • საბაზისო დონე 8სთ
  • გაძლიერებული +16სთ
  • პროფესიონალი +8სთ

სრული პროფესიონალური კურსის (32 სემინარი) 

საბაზისო (8ლექცია): ინტერფეისის შესწავლა; ფაილის აუცილებეელი მონაცემების შერჩევა; ხაზობრივი და სივრცითი პრიმიტივების შექმნა. მიბმები, მარტივი მოდიფიკატორები; მარტივი სცენის შექმნა და მარტივი რენდერი.

გაძლიერებული (+16ლექცია): მოდიფიკატორების დაწვრილებითი შესწავლა; რთული ობიექტების შექმნა მოდიფიკატორების გამოყენებით, მატერიალების შექმნა, ეფექტების და მაკორექტირებელი რუკების გამოყენებით, განათებების მონაცემების შესწავლა, სცენის განათება და ვიზუალიზაცია; Vray რენდერი.

პროფესიონალი (+8ლექცია): რთული მატერიალების შექმნა და შენახვა; ეფექტების მონაცემების დაწვრილებით შესწავლა; რთული ობიექტების სხვადასხვა გზით დამუშავება; ექსტერიერის და გარემოს შექმნა; ინტერიერის მოწყობა და ობიექტებად შენახვა; კამერების და განათებების დაწვრილებით შესწავლა; რთული სცენის შექმნა და რენდერი, სცენების და ობიექტების შემოტანა სხვადასხვა ხერხით სხვადახვა პროგრამიდან; ფაილების გადატანა სხვადასხვა პროგრამაში; Vray რენდერი-პროფესიონალი.

რევიტი - Revit

  • საბაზისო დონე 8სთ
  • გაძლიერებული +16სთ
  • პროფესიონალი +8სთ

სრული პროფესიონალური კურსის (32 სემინარი) 

საბაზისო (8სემინარი): სამუშაო არის მოწყობა; პროექტის ნიმუშის (Template) შექმნა; ძირითადი ინსტრუმენტების(Archirecture, Modify) შესწავლა; ღერძების, ფასადების, ჭრების და ზომების გამოტანა; Group, Assembly; Family და Mass(ორიგინალური ფორმები) მიმოხილვა; მასალების რედაქტირება; ფაილის ამოსაბეჭდად მომზადება.

გაძლიერებული (+16სემინარი): ძირითადი არქიტექტურული კომპონენეტების დაწვრილებითი შესწავლა, სამშენებლო კვანძების და დეტალების(2D, 3D) გამოტანა; შეკიდული კონსრუქციების(Curtain Wall), Family და Mass შესწავლა; ლანდშაფტის შექმნა და მიმდებარე ტერტორიის მოწყობა; დინამიური ზომების და Anatotation-ის სხვა ინსტრუმენტების შესწავლა; მასალების შექმნა და კორექტირება; სტრუქტურული-კომპოზიტიური კონსტრუქციების კორექტირება და შექმნა; სივრცეების და ფართობების გამოტანა, ნახაზების სხვადასხვა ხედვებში დაფიქსირება (არქიტექტურული კონსტრუქციული, კომუნიკაციები ...); განახლებადი სპეციფიკაციების შექმნა; კონსტრუქციების და კომუნიკაციების ელემენტების მიმოხილვა; მარტივი რენდერი; რევიტის სხვა პროგრამებთან თავსებადობა.

პროფესიონალი (+8სემინარი): Family და Mass დაწვრილებითი შესწავლა; კონსტრუქციების და კომუნიკაციების ნახაზებთან მუშაობა, რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობების პროექტირება (არასტანდარტული ხერხებით). რენდერი.

სასწავლო ცენტრი „აკლასი“ გისურვებთ წარმატებებს!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, რუსული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები