GE
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
საქართველოში, ეს არის პირველი, უმაღლესი განათლების პროგრამა, სადაც შესაძლებელია ადამიანური რესურსების მართვის აკადემიური ხარისხის მიღება.
 
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფ. ლილი ბიბილაშვილი, ასოც. პროფ. ნინო ბერუაშვილი

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და თეორიების სწავლების გზით სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანიზაციების ეფექტიანი მენეჯმენტისა და მართვის განხორციელებას.
 
პროგრამა ორიენტირებულია ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკაზე, ასევე მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა, დინამიკისა და განვითარების სწავლება და ა.შ.

პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული (სასწავლო ლიტერატურის მნიშნელოვანი ნაწილი ინგლისურენოვანია).
უნიკალური სასწავლო პროგრამა, გამორჩეული სასწავლო გარემო, უცხოელი პედაგოგეგბი, ავტორიტეტული სპიკერები, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, დასაქმების შესაძლებლობა, განვითარების დამატებითი შესაძლებლობები - აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.

სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 3000 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 40
  • მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ ბრიტანეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ესტონეთის და ლატვიის უნივესიტეტებში.
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
 
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - B
საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი/ Master of Human Resources Management
 
 
დაინტერესებულ პირებსთ გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა


  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები