GE
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
 
პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ძლიერიშვილი
 
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და  სისტემური ცოდნა:
  • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
  •  ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული, ინგლისურ ენაზე სწავლების კომპონენტით
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, კომფორტული სასწავლო გარემო,  პროფესიონალიზმით გამორჩეული და აღიარებული პროფესორ-მასწავლებლები, დასაქმების კონკრეტული შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა რიგის უნივერსიტეტთან (ევროპული აკრედიტაციის მქონე) - აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.  

სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 2500 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
  • მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრი ისწავლონ რიგის უნივერსიტეტში (ევროპული აკრედიტაციის მქონე) და მიიღონ ორმაგი ხარისხი.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - C
საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი/Master of Law
 
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები