GE
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
 
სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი მიიღებს 100%, 50% და 30%-იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას და მომდევნო ათეულში მოხვედრილი სტუდენტები მიიღებენ 10%–იან საუნივერსიტეტო დაფინანსებას!
 
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
პროგრამის ხელმძღვანელი: ლილი ბიბილაშვილი
 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედ ადამიანური რესურსების მართვის (HR) სამაგისტრო პროგრამას, ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ მოეპოვება. უნიკალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მომავალ მაგისტრებს ავტორიტეტულ სპიკერებთან და პროფესიონალებთან ნეთვორქინგის, პროგრამის მხარდამჭერ კომპანიებში (Geocell, Wissol, Gino Paradise, Idea City, დიო, ნატახტარი და სხვა) დასაქმებისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარებს გამოიმუშავებენ.
 
გამორჩეული აკადემიური პერსონალი სტუდენტებს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებსა და თეორიებს შეისწავლიან.  ორგანიზაციის სტრატეგიული მართვის, დინამიკისა და განვითარების ცოდნასთან ერთად და ისინი პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ.
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - B
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 30
  • 3000 ლარი (ერთი წელი) სწავლის საფასური           
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია ვრცელდება ორივე სასწავლო წელზე
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი/Master of the Human Resources Management 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდები-ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები