GE
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) / Business Administration (Finance) არის პროგრამა, სადაც შესაძლებელია  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (ფინანსებში) აკადემიური ხარისხის მიღება.

პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ გაგნიძე

ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფინანსების მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების, საბანკო საქმის და ფულად-საკრედიტო სისტემის სფეროებში.
 
პროგრამის უპირატესობები:
  • თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შედგენილი, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა
  • კომფორტული სასწავლო გარემო, პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, უახლესი სასწავლო მასალა,  პროფესიონალებთან
    ნეთვორქინგი, საუნივერსიტეტო სტიპენდიებით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა ლონდონის,  პრაღის,  ლოძის,  ტურიბას,  ტალინის უნივერსიტეტებთან და ორმაგი ხარ ისხის მიღების შესაძლებლობა რიგის უნივერსიტეტთან (ევროპული აკრედიტაციის მქონე)
  • დამსაქმებელ პარტნიორ კომპანიებში მიღებული პრატიკული ცოდნა და სურვილის შემთხვევაში კონკრეტული დასაქმების პერსპექტივა
  • აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 3000 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 40
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია ვრცელდება ორივესასწავლო წელზე
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (ფინანსები) / Business Administration (Finance)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები