GE
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა (172)
ღირებულება: 3000 ლარი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
გახდი საჯარო მმართველობის მაგისტრი!
 
პროგრამის მიზანი:
საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნების შესაბამისად მომავალი საჯარო მოხელის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა საჯარო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპების, საჯარო მმართველობის თეორიების, საჯარო მოხელესათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა და ეკონომიკური სტანდარტების სფეროში.
 
საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
  • საჯარო მმართველობის სფეროში მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
  • საჯარო მმართველობის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და
  • საჯარო დაწესებულებებში საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • საჯარო მმართველობის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
  • საჯარო მმართველობის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;
  • დამოუკიდებელი კვლევის უნარი;
  • სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების კონტექსტუალური ანალიზის უნარი.
პროგრამის უპირატესობები
  • პროგრამა  თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს სასწავლო პრაქტიკას უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო დაწესებულებებში.
  • პროგრამა შემუშვებულია დასავლეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ანალიზსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
  • გათვალისწინებულია შრომითი ბაზრის მოთხოვნები.
  • პროგრამა მოიცავს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და  სამართლის მიმართულებებს. 
პროგრამის დასაქმების სფერო 
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული მომზადებულია საჯარო მმართველობის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. შესაბამისად, საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებები, სადაც მოითხოვება საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა  (ტესტის ტიპები A, B, C) და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
 
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებით ვლინდება ცოდნის ზოგადი დონე არჩეული სპეციალობისა და ინგლისური ენის ფარგლებში.
 
ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში.
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
 
პროგრამის მოცულობა: 120 ECTS - სწავლების ორი წელი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი, სამართლის დოქტორი ზვიად როგავა
ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის დოქტორი მაია ამირგულაშვილი
 
ფასი: 3000 ლარი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები