GE
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
პროგრამა, სადაც შესაძლებელია საჯარო მმართველობ/Public administration-ის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღება.
 
ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე  სტუდენტი ისარგებლებს 500 ლარის ოდენობის საუნივერსიტეტო დაფინანსებით!
 
პროგრამის ხელმძღვანელები:  პროფესორი, სამართლის დოქტორი  ზვიად როგავა,
                                                        ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის დოქტორი მაია ამირგულაშვილი 
                                                          
პროგრამის მიზანია თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნების შესაბამისად მომავალი საჯარო მოხელის მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა საჯარო მართვისა და სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპების, საჯარო მმართველობის თეორიების, საჯარო მოხელისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციებისა და ეკონომიკური სტანდარტების სფეროში.
 
პროგრამის უპირატესობები:
  • პროგრამა შემუშავებულია დასავლეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ანალიზსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროგრამა მოიცავს ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და სამართლის მიმართულებებს, გათვალისწინებულია შრომითი ბაზრის მოთხოვნები და თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს სასწავლო პრაქტიკას საჯარო დაწესებულებებში.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • გამოცდის ტესტის ტიპები: A, B და C
  • 3000 ლარი (ერთი წელი) სწავლის საფასური           
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
  • საუნივერსიტეტო სტიპენდია ვრცელდება ორივე სასწავლო წელზე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
 
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები