GE
ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კოდექსის კომბინირებული კურსი
AS.STUDY გიწვევთ ბუღალტრული აღრცხვისა და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კომბინირებულ კურსზე
 
კურსის ღირებულება 270 ლარი
ინდივიდუალური სწავლება 500 ლარი
 
შპს აუდიტსერვისის ტრეინინგ ცენტრი ფუნქციონირებს 2009 წლიდან. 2014 წლის სექტემბრიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს განახლებულ ტრენინგ ცენტრს - AS.STUDY რომლის საქმიანობა მიმართულია სასერთიფიკაციო და სტაჟირების პროგრამებზე, ხოლო მის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო კანონმდებლობა და ფინანსები, ასევე საბუღალტრო პროგრამები, EXCEL. სწავლება ხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ბაზაზე, კომფორტულ გარემოში.
 
სასწავლო პროგრამა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები
მსმენელები შეისწავლიან, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ ნაწილს , ასევე დაეუფლებიან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას – პრაქტიკულ ბუღალტერიას.
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
სალექციო კურსები დაეთმობა საგადასახადო კოდექსთან მუშაობის სწავლებას-
აქცენტი გაკეთდება საერთო-სახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი გადასახადების, როგორიცაა-საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, ქონების გადასახადი-გამოანგარიშებასა და შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების საგადასახადო კოდექსის მიერ დადგენილი წესით შევსების სწავლებაზე.
  • RS.ge-ს პრაქტიკული გამოყენება. ORIS
ჯგუფი შედგება ხუთი მსმენელისგან.
სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება საატესტაციო გამოცდა.
დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
სწავლების  კურსი მოიცავს აუდიტორის სამჯერად უფასო კონსულტაციას.
აუდიტსერვისი დაინტერესებულ კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტაჟირებას სასურველი პირობებით.
 
სწავლის სანგრძლივობა შეადგენს 2.5 თვეს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები