GE
საგადასახადო კოდექსის სასერტიფიკატო კურსები
ღირებულება: 450 ლარი
AS. STUDY აცხადებს მიღბას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე
 
კურსი გათვალისწინებულია როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისათვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ ან გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საგადასახადო დაბეგვრის კუთხით, აიმაღლონ  პროფესიული მომზადების დონე, გახდნენ კონკურენტუნარიანნი საკუთარ საქმიანობაში.
 
საგადასახადო კოდექსის შესწავლა მიმდინარეობს პრაქტიკული ბიზნეს-მაგალითების გარჩევის გზით, დეტალურად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმატიული აქტები, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში საგადასახადო დაბეგვრას. ლექციები მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში.
 
პროგრამა მოიცავს შემდეგი საკითხების დეტალურ დამუშავებასა და შესწავლას:
  • გადასახადის ცნება და სახეები
  • საგადასახადო კანონმდებლობის სისტემა
  • საგადასახადო სამართლის სუბიექტები, მათ უფლება-მოვალეობები
  • საგადასახადო ვალდებულების შესრულების, საგადასახადო კონტროლის, საგადასახადო პასუხისმგებლობის, დავათა განხილვის სამართლებრივ ასპექტები,
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
  • საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
საგადასახადო ანგარიშგება - შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების შევსების წესი:
  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია
  • დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
  • მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია
  • ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ქონებაზე გადასახადის დეკლარაცია
  • აქციზის დეკლარაცია
ლექციებს წაიკითხავენ კვალიფიციური და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე აუდიტორები.
 
 
ჯგუფური კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, მოიცავს  50 საათს
სწავლების მიმდინარეობისას მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირებები.
სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება საატესტაციო გამოცდა, დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები